გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

აშშ ჩინური მზის ინვერტორების იმპორტის აკრძალვას განიხილავს

მარიამ ქადარია2 ივლისი, 20261 წთ კითხვა
აშშ ჩინური მზის ინვერტორების იმპორტის აკრძალვას განიხილავს

აშშ-ის ადმინისტრაცია ჩინური წარმოების მზის ინვერტორების იმპორტის აკრძალვას განიხილავს. გადაწყვეტილება ენერგოუსაფრთხოების რისკებს უკავშირდება და მიზნად ისახავს ელექტრომომარაგების სისტემის დაცვას შესაძლო შეფერხებებისგან. რეგულაციის საბოლოო ვერსია, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მომზადდება.

ანალიტიკოსების შეფასებით, შეზღუდვების შედეგად ყველაზე ხელსაყრელ მდგომარეობაში ამერიკული კომპანიები, SolarEdge და Enphase, აღმოჩნდებიან. განსაკუთრებით საგრძნობი გავლენა მოსალოდნელია კომერციულ და სამრეწველო სეგმენტზე, სადაც ჩინურ მწარმოებლებს, მათ შორის Chint-სა და Sungrow-ს, ბაზრის დაახლოებით 40% უკავიათ.

აკრძალვის შემთხვევაში, ამერიკულ კომპანიებს ამ მიმართულებით გაფართოების მეტი შესაძლებლობა მიეცემათ.

საცხოვრებელ სექტორში მკვეთრი ცვლილებები ნაკლებად არის მოსალოდნელი, რადგან ამ ბაზრის 90%-ს უკვე Enphase, SolarEdge და Tesla აკონტროლებენ. უფრო მნიშვნელოვანი გავლენა მოსალოდნელია მასშტაბურ პროექტებზე, სადაც ჩინური Sungrow ამჟამად წამყვან პოზიციას იკავებს.

შეზღუდვების ამოქმედების შემთხვევაში, ადგილობრივ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ბაზარზე საკუთარი ტექნოლოგიები უფრო აქტიურად დანერგონ.

წყარო:Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონის ობლიგაციების შემოსავლიანობა მრავალკვირიან მაქსიმუმზე გაიზარდა - Fed-ის მკაცრმა რიტორიკამ ბაზრები შეარყია

აშშ-ში ინფლაციის მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებლისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მკაცრი განცხადებების ფონზე, გლობალურ ობლიგაციების ბაზარზე გაყიდვები გააქტიურდა. გერმანიის 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობამ 3.357%-ს მიაღწია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები დაეცა - ინვესტორები Fed-ის მკაცრი პოლიტიკის მოლოდინს აფასებენ

STOXX 600-ის ინდექსმა ოთხდღიანი ზრდის სერია შეწყვიტა და რეკორდული ნიშნულიდან მცირედით დაიხია. მიუხედავად ამისა, ევროპული ბაზარი ივნისის შემდეგ საუკეთესო კვირის დასრულებას უახლოვდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია13 ნოე. 20262 წთ კითხვა

Bernstein: Apple AI აქციებისგან თავის არიდებული ინვესტორებისთვის უსაფრთხო აქტივად იქცა

ანალიტიკოსების შეფასებით, Apple-ის რეკორდულად მაღალი საბაზრო შეფასება გამართლებულია კომპანიის მომხმარებელთა ერთგულებით, სტაბილური ფულადი ნაკადებითა და AI ინფრასტრუქტურაზე შედარებით დაბალი დანახარჯებით.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე