გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

აშშ და ჩინეთი $30-მილიარდიან საქონელზე ტარიფებს შეამცირებენ

მარიამ ქადარია28 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
აშშ და ჩინეთი $30-მილიარდიან საქონელზე ტარიფებს შეამცირებენ

აშშ და ჩინეთი $30 მილიარდის ღირებულების საქონელზე ტარიფებს შეამცირებენ. გადაწყვეტილება დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის ვაშინგტონში სამდღიანი შეხვედრის შემდეგ გამოცხადდა.

ცვლილება შეეხება არასტრატეგიულ პროდუქტებს. ამერიკული ექსპორტიდან სიაში შევა სოფლის მეურნეობის ნაწარმი, ხის პროდუქცია და კოსმეტიკა. აშშ ჩინეთიდან შეტანილ მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, სათამაშოებსა და დეკორაციებზე შეამცირებს ტარიფებს.

ქვეყნებმა სავაჭრო საბჭოს შექმნაზეც მოილაპარაკეს. ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის კიდევ ერთი თემა ხელოვნური ინტელექტი იყო. მხარეები ტექნოლოგიის შესაძლებლობებსა და რისკებზე მოლაპარაკებებს ნოემბერში განაახლებენ. შეიქმნება პირდაპირი საკომუნიკაციო არხიც, რომელიც ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ინციდენტების შესახებ ინფორმაციის გაცვლას მოემსახურება.

შეთანხმება აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობას სრულად ვერ ამცირებს, თუმცა სავაჭრო ურთიერთობებისთვის კონკრეტულ ცვლილებებს ითვალისწინებს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

AI ტექნოლოგია12 ნოე. 20262 წთ კითხვა

Goldman Sachs: AI-ზე დანახარჯები 2027 წლის ბოლოსთვის $1.4 ტრილიონს მიაღწევს

საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტი 2027 წელს აშშ-ში ბიზნესინვესტიციების ზრდის მთავარი მამოძრავებელი იქნება. AI-სთან დაკავშირებული ხარჯები ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 4%-ის ეკვივალენტური გახდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო12 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები რეკორდულ ნიშნულზე ავიდა - ტექნოლოგიურ სექტორში ვარდნამ ზრდა ვერ შეაჩერა

STOXX 600-ის ინდექსი 0.4%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ევროპულ ბაზრებს კორპორაციული ანგარიშგების ძლიერი სეზონი და ტექნოლოგიურ გიგანტებზე შედარებით დაბალი დამოკიდებულება დაეხმარა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო12 ნოე. 20261 წთ კითხვა

Western Union-მა $500-მილიონიანი გარიგება გააუქმა

ფულადი გზავნილების კომპანია Western Union-მა კონკურენტი International Money Express-ის, იგივე Intermex-ის, დაახლოებით 500 მილიონ დოლარად შეძენის შეთანხმება გააუქმა. მიზეზი კალიფორნიის მარეგულირებლის მიერ დაწესებული პირობებია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე