გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

აშშ ერაყისა და სირიის გავლით ნავთობსადენის აღდგენაზე მუშაობს

მარიამ ქადარია15 ივლისი, 20261 წთ კითხვა
აშშ ერაყისა და სირიის გავლით ნავთობსადენის აღდგენაზე მუშაობს

აშშ ერაყსა და სირიასთან კირკუკი-ბანიასის ნავთობსადენის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს. ვაშინგტონის შეფასებით, პროექტი ენერგომომარაგების მარშრუტებს გააფართოებს და რეგიონში ირანის გავლენას შეამცირებს.

ნავთობსადენი, რომელიც ერაყის ნავთობს სირიის ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე გადაიტანს, დაახლოებით ორი ათეული წელია აღარ ფუნქციონირებს. მისი აღდგენის შემთხვევაში ნავთობის ტრანსპორტირება ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით გახდება შესაძლებელი, რაც ენერგომომარაგებას კიდევ ერთ ალტერნატიულ გზას გაუხსნის.

მოლაპარაკებებს აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი თომას ბარაკი ხელმძღვანელობს. პროცესში ერაყისა და სირიის ოფიციალურ პირებთან ერთად ამერიკული კომპანიებიც მონაწილეობენ, მათ შორის Chevron.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ რეგიონში სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარებას და იმედოვნებენ, რომ პროექტში ამერიკული კომპანიებიც ჩაერთვებიან.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე გამართა შეხვედრა ერაყის პრემიერ-მინისტრ ალი ალ-ზაიდისთან. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ენერგეტიკის სფეროში ორ ქვეყანას შორის ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის შესახებ დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო27 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასი სამკვირიანი კლების შემდეგ იზრდება

ჰორმუზის სრუტეში ტანკერებზე თავდასხმებმა და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებმა ახლო აღმოსავლეთიდან მიწოდების შეფერხების რისკი გააძლიერა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო27 ნოე. 20261 წთ კითხვა

გერმანიაში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება, უმუშევრობა კი იზრდება

2026 წლის ოქტომბერში ქვეყანაში დაახლოებით 45.69 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული - წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 0.5%-ით შემცირდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
კრიპტო27 ნოე. 20262 წთ კითხვა

ბიტკოინი შვიდკვირიანი ვარდნის შემდეგ პირველად გაიზარდა

კრიპტოვალუტის ფასი კვირის განმავლობაში 2.2%-ით მოიმატა და $61,400-ს გადააჭარბა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე