გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
ანალიზი

აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია SpaceX-ს Starship-ის ინციდენტის გამოძიებას ავალებს

მარიამ ქადარია28 მაისი, 20262 წთ კითხვა
აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია SpaceX-ს Starship-ის ინციდენტის გამოძიებას ავალებს

აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ SpaceX-ს დაავალა, გამოიძიოს Starship-ის სატესტო ფრენის დროს მომხდარი ინციდენტი. საქმე ეხება Super Heavy-ის რაკეტას, რომელმაც დაშვება ვერ შეძლო და მექსიკის ყურეში ჩავარდა.

FAA-ის ინფორმაციით, ინციდენტი 22 მაისს, Starship-ის მე-12 სატესტო ფრენის დროს მოხდა. ფრენის ძირითადი ნაწილი წარმატებით შესრულდა: ხომალდმა სატესტო თანამგზავრები გაუშვა და ინდოეთის ოკეანეში დაგეგმილი დაშვება განახორციელა. პრობლემა Super Heavy-ის რაკეტის ნაწილს შეექმნა, რომელიც მექსიკის ყურისკენ ბრუნდებოდა, თუმცა დაგეგმილი წესით დაშვება ვერ შეძლო. უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან და ქონებაც არ დაზიანებულა. გამოძიებას SpaceX ჩაატარებს, თუმცა FAA პროცესს სრულად გააკონტროლებს და საბოლოო ანგარიშსაც თავად დაამტკიცებს. უწყების მიზანია, დაადგინოს ინციდენტის მიზეზი და განსაზღვროს, რა ცვლილებებია საჭირო მსგავსი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. Starship-ის პროგრამა SpaceX-სთვის მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიას მისი საშუალებით გაშვების ხარჯების შემცირება, Starlink-ის ქსელის გაფართოება და მომავალში მთვარესა და მარსზე მისიების განხორციელება სურს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო24 ნოე. 20262 წთ კითხვა

Fed-ის შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა დეკემბერში განაკვეთის გაზრდა იყოს

ფედერალურ სარეზერვო სისტემაში დისკუსია უკვე არა დამატებითი გამკაცრების აუცილებლობას, არამედ მისი ტემპისა და მასშტაბის განსაზღვრას ეხება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი24 ნოე. 20262 წთ კითხვა

Nvidia-ს პარტნიორები აზიაში ჯენსენის დაბრუნებას მიესალმებიან

Nvidia-ს მიერ მხარდაჭერილი სტარტაპები მიიჩნევენ, რომ ჰუანგის დაბრუნება კომპანიის მომავალთან დაკავშირებულ გაურკვევლობას შეამცირებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო24 ნოე. 20261 წთ კითხვა

Tullow Oil-ის აქციები 14.5%-ით გაიზარდა

ნავთობკომპანია Tullow Oil-მა განის მთავრობასთან ორი საგადასახადო საარბიტრაჟო დავის მოგვარებაზე შეთანხმებას მიაღწია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე