გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

აშშ-ის ხაზინამ ტრამპის გამოსახულებიანი ოქროს მონეტა წარადგინა

მარიამ ქადარია16 ივლისი, 20261 წთ კითხვა
აშშ-ის ხაზინამ ტრამპის გამოსახულებიანი ოქროს მონეტა წარადგინა

აშშ-ის ხაზინამ ქვეყნის დამოუკიდებლობის 250 წლისთავისთვის შექმნილი, დონალდ ტრამპის გამოსახულებიანი 24-კარატიანი ოქროს მონეტა წარადგინა. 1-დოლარიანი საკოლექციო მონეტის დიზაინი საზოგადოებას ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა გააცნო. მის მოჭრას აშშ-ის ზარაფხანა საიუბილეო თარიღისთვის დაიწყებს.

მონეტაზე ტრამპის პორტრეტთან ერთად დატანილია წარწერები „In God We Trust“ და „Liberty 1776–2026“. აშშ-ის კანონმდებლობა ცოცხალი ადამიანების გამოსახვას ეროვნულ ვალუტაზე, როგორც წესი, კრძალავს, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, ეს შეზღუდვა აღნიშნულ მონეტაზე არ ვრცელდება, რადგან იგი სპეციალურად დამოუკიდებლობის 250 წლისთავისთვის მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა.

პროექტი იმ ინიციატივებს შორისაა, რომლებიც ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დაიწყო და სახელმწიფო სიმბოლოებსა და ოფიციალურ დოკუმენტებში მისი გამოსახულების გამოყენებას ითვალისწინებს. განხილულია ახალი პასპორტების, ეროვნული პარკების საშვებისა და 250-დოლარიანი ბანკნოტის დიზაინებიც.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Apple-მა ჭკვიანი სახლის ახალი მოწყობილობები წარადგინა - HomeView-ის ფასი $299-დან იწყება
ანალიზი13 ოქტ. 20264 წთ კითხვა

Apple-მა ჭკვიანი სახლის ახალი მოწყობილობები წარადგინა - HomeView-ის ფასი $299-დან იწყება

Apple-მა HomeView წარადგინა — 7-დუიმიანი ეკრანის მქონე ჭკვიანი სახლის მოწყობილობა, რომლის ფასი 299 დოლარიდან იწყება. კომპანიამ ასევე განაახლა HomePod და Apple TV და LG-სა და Schneider Electric-თან თანამშრომლობით ახალი აქსესუარები გამოუშვა. Apple-ის მთავარი გამოწვევა იქნება იმის დამტკიცება, რომ Siri-ს ხელოვნური ინტელექტი მომხმარებლებს რეალურ უპირატესობას სთავაზობს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Johnson & Johnson-მა მესამე კვარტალში მოლოდინებს გადააჭარბა, თუმცა აქციები 4%-ით დაეცა
საფონდო13 ოქტ. 20265 წთ კითხვა

Johnson & Johnson-მა მესამე კვარტალში მოლოდინებს გადააჭარბა, თუმცა აქციები 4%-ით დაეცა

Johnson & Johnson-ის მესამე კვარტლის კორექტირებულმა მოგებამ ერთ აქციაზე 2.59 დოლარი, ხოლო შემოსავალმა 25.4 მილიარდი დოლარი შეადგინა - ორივე მაჩვენებელმა ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. კომპანიამ 2026 წლის პროგნოზიც გაზარდა, თუმცა აქციები სავაჭრო სესიის გახსნისას დაახლოებით 4%-ით დაეცა, რადგან ინვესტორები უფრო ძლიერ ზრდას ელოდნენ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს
ანალიზი13 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს

Uber-ის ავტონომიური მობილობისა და მიწოდების გლობალური ხელმძღვანელი სარფრაზ მარედია კომპანიას 16 ნოემბერს დატოვებს. საკადრო ცვლილება ხდება იმ ფონზე, როდესაც Uber უმძღოლო ავტომობილების კომერციული გამოყენების გაფართოებასა და ამ მიმართულებაში 10 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე