გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

აშშ-კანადის სავაჭრო დაპირისპირებამ შესაძლოა ამერიკაში ზოგიერთი პროდუქტი გააძვიროს

მარიამ ქადარია26 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
აშშ-კანადის სავაჭრო დაპირისპირებამ შესაძლოა ამერიკაში ზოგიერთი პროდუქტი გააძვიროს

აშშ-ის მიერ კანადურ საქონელზე დაწესებულმა ახალმა ტარიფებმა შესაძლოა ამერიკაში პროდუქტის ფასები გაზარდოს. საუბარია რძის ნაწარმზე, თაფლზე, ტანსაცმელზე, კოსმეტიკასა და სხვა საქონელზე.

აშშ-ის მიერ ახლახან დაწესებული 50%-იანი ტარიფები დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელს ეხება, რაც აშშ-ში კანადიდან ყოველწლიურად შეტანილი პროდუქციის დაახლოებით 5%-ია.

Yale Budget Lab-ის შეფასებით, აშშ-ის მიერ სხვადასხვა ქვეყნისთვის დაწესებული ტარიფები საშუალო ამერიკულ ოჯახს წელიწადში 1,077 დოლარი დაუჯდება. უშუალოდ კანადურ საქონელზე ახალი ტარიფების წილი ამ თანხიდან დაახლოებით 30 დოლარია.

ამასთანავე, დონალდ ტრამპი 2027 წლის იანვრიდან კანადაში წარმოებულ ავტომობილებზე, ავტონაწილებსა და სატვირთოებზე ტარიფის 25%-დან 50%-მდე გაზრდას გეგმავს.

ანალიტიკოსების თქმით, თუ ეს გადაწყვეტილება სრულად ამოქმედდება, ავტომობილები შესაძლოა გაძვირდეს და ცვლილება აშშ-ის ავტოინდუსტრიაზეც აისახოს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო24 ნოე. 20261 წთ კითხვა

Tullow Oil-ის აქციები 14.5%-ით გაიზარდა

ნავთობკომპანია Tullow Oil-მა განის მთავრობასთან ორი საგადასახადო საარბიტრაჟო დავის მოგვარებაზე შეთანხმებას მიაღწია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
კრიპტო24 ნოე. 20262 წთ კითხვა

Bitcoin-მა $61 000-ს გადააჭარბა შაბათ-კვირის მკვეთრი ვარდნის შემდეგ

კრიპტოვალუტის ბაზარზე იძულებითი ლიკვიდაციების ტალღამ 24 საათში დაახლოებით $1.8 მილიარდის ღირებულების პოზიციები გააქრო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო24 ნოე. 20262 წთ კითხვა

Volkswagen-ში სამუშაო პირობების შესახებ მოლაპარაკებები იწყება

კომპანია გერმანიაში ხარჯების შემცირებასა და სამუშაო ადგილების გაუქმებას გეგმავს, რასაც პროფკავშირების პროტესტი და შესაძლო გაფიცვები მოჰყვა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე