გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
კრიპტო

აშშ-მ ირანთან დაკავშირებული 131 მილიონი დოლარის კრიპტოაქტივები გაყინა

მარიამ ქადარია16 ივლისი, 20261 წთ კითხვა
აშშ-მ ირანთან დაკავშირებული 131 მილიონი დოლარის კრიპტოაქტივები გაყინა

აშშ-მ ირანის ცენტრალურ ბანკსა და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ დაკავშირებულ კრიპტოსაფულეებში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივები გაყინა. ოპერაცია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსა და კომპანია Tether-ის თანამშრომლობით ჩატარდა.

ეს ნაბიჯი „ეკონომიკური რისხვის“ სახელით ცნობილი კამპანიის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც აშშ-მ ირანთან დაკავშირებული დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ციფრული აქტივები უკვე დაბლოკა.

ირანი წლებია კრიპტოვალუტებს, განსაკუთრებით კი დოლარზე მიბმულ USDT-ს, სანქციების გვერდის ავლისა და საერთაშორისო გადახდებისთვის იყენებს. ამ გზით ქვეყანა ეროვნული ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის შემცირებასაც ცდილობს, თუმცა ბლოკჩეინში ყველა ტრანზაქციის ისტორია ინახება, რაც სამართალდამცავებს საეჭვო გადარიცხვების აღმოჩენაში ეხმარება. ამასთან, Tether-ს, როგორც USDT-ის გამომშვებ კომპანიას, შეუძლია კონკრეტული კრიპტოსაფულეები დაბლოკოს და მათზე არსებული თანხის გამოყენება შეზღუდოს.

აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ვაშინგტონი გააგრძელებს ირანის ფინანსური ოპერაციების კონტროლს, რათა რეჟიმს იარაღის შესაძენად საჭირო უკანონო თანხებზე წვდომა შეუზღუდოს.

სანქციები შეეხო იმ პირებსა და კომპანიებსაც, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ირანისთვის იარაღის შეძენაში მონაწილეობდნენ. Tether-ის ინფორმაციით, კომპანიას სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით დღემდე სხვადასხვა დანაშაულთან დაკავშირებული 4.4 მილიარდი დოლარის აქტივები აქვს გაყინული.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Apple-მა ჭკვიანი სახლის ახალი მოწყობილობები წარადგინა - HomeView-ის ფასი $299-დან იწყება
ანალიზი13 ოქტ. 20264 წთ კითხვა

Apple-მა ჭკვიანი სახლის ახალი მოწყობილობები წარადგინა - HomeView-ის ფასი $299-დან იწყება

Apple-მა HomeView წარადგინა — 7-დუიმიანი ეკრანის მქონე ჭკვიანი სახლის მოწყობილობა, რომლის ფასი 299 დოლარიდან იწყება. კომპანიამ ასევე განაახლა HomePod და Apple TV და LG-სა და Schneider Electric-თან თანამშრომლობით ახალი აქსესუარები გამოუშვა. Apple-ის მთავარი გამოწვევა იქნება იმის დამტკიცება, რომ Siri-ს ხელოვნური ინტელექტი მომხმარებლებს რეალურ უპირატესობას სთავაზობს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Johnson & Johnson-მა მესამე კვარტალში მოლოდინებს გადააჭარბა, თუმცა აქციები 4%-ით დაეცა
საფონდო13 ოქტ. 20265 წთ კითხვა

Johnson & Johnson-მა მესამე კვარტალში მოლოდინებს გადააჭარბა, თუმცა აქციები 4%-ით დაეცა

Johnson & Johnson-ის მესამე კვარტლის კორექტირებულმა მოგებამ ერთ აქციაზე 2.59 დოლარი, ხოლო შემოსავალმა 25.4 მილიარდი დოლარი შეადგინა - ორივე მაჩვენებელმა ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. კომპანიამ 2026 წლის პროგნოზიც გაზარდა, თუმცა აქციები სავაჭრო სესიის გახსნისას დაახლოებით 4%-ით დაეცა, რადგან ინვესტორები უფრო ძლიერ ზრდას ელოდნენ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს
ანალიზი13 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს

Uber-ის ავტონომიური მობილობისა და მიწოდების გლობალური ხელმძღვანელი სარფრაზ მარედია კომპანიას 16 ნოემბერს დატოვებს. საკადრო ცვლილება ხდება იმ ფონზე, როდესაც Uber უმძღოლო ავტომობილების კომერციული გამოყენების გაფართოებასა და ამ მიმართულებაში 10 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე