გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

აშშ-ში ნავთობის რეზერვები ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად შემცირდა

მარიამ ქადარია25 ივნისი, 20261 წთ კითხვა
აშშ-ში ნავთობის რეზერვები ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად შემცირდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ნედლი ნავთობის მარაგები იმდენად შემცირდა, რომ მსგავსი დაბალი მაჩვენებელი 1984 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) უახლესი მონაცემებით, 19 ივნისის კვირაში ქვეყნის ნავთობის მარაგები, სტრატეგიული რეზერვების ჩათვლით, 15 მილიონ ბარელზე მეტით შემცირდა და ჯამში 743.3 მილიონი ბარელი შეადგინა.

მარაგების კლება ქვეყნის თითქმის ყველა მსხვილ ნავთობგამანაწილებელ ცენტრს შეეხო. მაგალითად, ოკლაჰომას შტატში მდებარე ქაშინგის (Cushing) საცავში ნავთობის მოცულობა 19 მილიონ ბარელამდე შემცირდა, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ანალოგიურად, ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე ცოტა ნავთობია დარჩენილი შუა დასავლეთის რეგიონშიც.

აღმოსავლეთ სანაპიროზე ვითარება კიდევ უფრო საგულისხმოა: აქ არა მხოლოდ საწვავის მარაგებმა მოიკლო, არამედ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მუშაობის ტემპიც საგრძნობლად შენელდა. აღსანიშნავია, რომ თუ რეზერვებს სტრატეგიული მარაგების გარეშე დავთვლით, აშშ-ში ნავთობის მოცულობა 2025 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე