გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

ავსტრალიაში ბიზნესინვესტიციები 12.2%-ით გაიზარდა

მარიამ ქადარია27 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
ავსტრალიაში ბიზნესინვესტიციები 12.2%-ით გაიზარდა

ავსტრალიაში კერძო კომპანიების ინვესტიციები მესამე კვარტალში 12.2%-ით გაიზარდა და 59.5 მილიარდ ავსტრალიურ დოლარს მიაღწია. ეს 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი კვარტალური ზრდაა. ეკონომისტები მხოლოდ 4.4%-იან მატებას ელოდნენ.

ზრდის მთავარი მიზეზი მონაცემთა ცენტრების მშენებლობა და მათი აღჭურვისთვის საჭირო ტექნიკის შესყიდვაა. ინფორმაციის, მედიისა და ტელეკომუნიკაციების სექტორში ტექნიკის შესაძენად გაწეული ხარჯები 87%-ით გაიზარდა.

მანქანა-დანადგარებსა და აღჭურვილობაში ინვესტიციები მთლიანობაში 23.1%-ით გაიზარდა, შენობებსა და სხვა ნაგებობებზე გაწეული ხარჯები კი 1.7%-ით. კომპანიები 2027 წლის ივნისამდე ამ მიზნებისთვის 223.7 მილიარდი ავსტრალიური დოლარის დახარჯვას გეგმავენ.

ეკონომისტების შეფასებით, ინვესტიციების ასეთმა სწრაფმა ზრდამ შესაძლოა ავსტრალიის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთის შემცირებისგან შეაკავოს, თუმცა მონაცემთა ცენტრებისთვის საჭირო ტექნიკის დიდი ნაწილი იმპორტირებულია, ამიტომ ამ ხარჯების ზრდა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე სრულად არ აისახება.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო27 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასი სამკვირიანი კლების შემდეგ იზრდება

ჰორმუზის სრუტეში ტანკერებზე თავდასხმებმა და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებმა ახლო აღმოსავლეთიდან მიწოდების შეფერხების რისკი გააძლიერა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო27 ნოე. 20261 წთ კითხვა

გერმანიაში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება, უმუშევრობა კი იზრდება

2026 წლის ოქტომბერში ქვეყანაში დაახლოებით 45.69 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული - წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 0.5%-ით შემცირდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
კრიპტო27 ნოე. 20262 წთ კითხვა

ბიტკოინი შვიდკვირიანი ვარდნის შემდეგ პირველად გაიზარდა

კრიპტოვალუტის ფასი კვირის განმავლობაში 2.2%-ით მოიმატა და $61,400-ს გადააჭარბა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე