გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

აზიაში წარმოება გაიზარდა

მარიამ ქადარია1 ივლისი, 20261 წთ კითხვა
აზიაში წარმოება გაიზარდა

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებზე მოთხოვნა აზიის სამრეწველო სექტორს აძლიერებს. ჩიპებზე, მონაცემთა ცენტრების აღჭურვილობასა და კომპიუტერულ ტექნიკაზე გაზრდილი მოთხოვნა რეგიონში წარმოების ზრდის მთავარი მიზეზი გახდა.

ივნისში წარმოების მაჩვენებლები გაუმჯობესდა ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. ჩინეთის PMI ინდექსი 51.7-მდე გაიზარდა და ზრდის ზონაში დარჩა. იაპონიაში მაჩვენებელმა 54.8-ს მიაღწია, ხოლო ახალი შეკვეთები ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფად გაიზარდა. სამხრეთ კორეაშიც წარმოება გაიზარდა, თუმცა ექსპორტზე მოთხოვნის შემცირების გამო ზრდის ტემპი მაისთან შედარებით შედარებით ნელი იყო.

მიუხედავად დადებითი მაჩვენებლებისა, რეგიონში ხარჯების ზრდა კვლავ პრობლემად რჩება. ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტი ენერგორესურსების ფასს ზრდის, ართულებს მიწოდების პროცესს და ტრანსპორტირების ვადებს ახანგრძლივებს. ეს კომპანიებისთვის დამატებით ხარჯებს ქმნის და მომავალში ფასების ზრდის რისკსაც აძლიერებს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონის ობლიგაციების შემოსავლიანობა მრავალკვირიან მაქსიმუმზე გაიზარდა - Fed-ის მკაცრმა რიტორიკამ ბაზრები შეარყია

აშშ-ში ინფლაციის მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებლისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მკაცრი განცხადებების ფონზე, გლობალურ ობლიგაციების ბაზარზე გაყიდვები გააქტიურდა. გერმანიის 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობამ 3.357%-ს მიაღწია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები დაეცა - ინვესტორები Fed-ის მკაცრი პოლიტიკის მოლოდინს აფასებენ

STOXX 600-ის ინდექსმა ოთხდღიანი ზრდის სერია შეწყვიტა და რეკორდული ნიშნულიდან მცირედით დაიხია. მიუხედავად ამისა, ევროპული ბაზარი ივნისის შემდეგ საუკეთესო კვირის დასრულებას უახლოვდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია13 ნოე. 20262 წთ კითხვა

Bernstein: Apple AI აქციებისგან თავის არიდებული ინვესტორებისთვის უსაფრთხო აქტივად იქცა

ანალიტიკოსების შეფასებით, Apple-ის რეკორდულად მაღალი საბაზრო შეფასება გამართლებულია კომპანიის მომხმარებელთა ერთგულებით, სტაბილური ფულადი ნაკადებითა და AI ინფრასტრუქტურაზე შედარებით დაბალი დანახარჯებით.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე