Barclays დაახლოებით 5 ათას სამუშაო ადგილს შეამცირებს

Barclays 2026 წლის ბოლომდე დაახლოებით 5 ათასი სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს, რაც თანამშრომლების საერთო რაოდენობის დაახლოებით 5%-ია.
ბანკი ხარჯების შემცირებას ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის უფრო ფართოდ გამოყენებით ცდილობს. დაახლოებით ათასი პოზიცია უკვე გაუქმდა. ცვლილებების დაახლოებით 60% დამხმარე მიმართულებებს შეეხება, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტებს.
სამუშაო ადგილების შემცირების შესახებ Barclays-მა მესამე კვარტლის შედეგების გამოქვეყნებისას განაცხადა. ბანკის მოგება გადასახადების გადახდამდე 12%-ით გაიზარდა და 2.3 მილიარდ ფუნტს მიაღწია, თუმცა შედეგი ანალიტიკოსების მოლოდინზე დაბალი იყო. რეორგანიზაციასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა კი 201 მილიონი ფუნტი შეადგინა.
საინვესტიციო ბანკის შემოსავალმა 3.1 მილიარდ ფუნტს მიაღწია. აქციებით ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი 47%-ით გაიზარდა.
ბანკისთვის კიდევ ერთი გაურკვევლობა ბრიტანეთის მომავალი ბიუჯეტია, რადგან მთავრობა საბანკო სექტორისთვის გადასახადების გაზრდას არ გამორიცხავს.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.







