გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

QatarEnergy ამერიკული LNG-ის შესყიდვის გაზრდას გეგმავს

მარიამ ქადარია26 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
QatarEnergy ამერიკული LNG-ის შესყიდვის გაზრდას გეგმავს

QatarEnergy ამერიკულ Venture Global-თან გრძელვადიან შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზეა. ყატარული კომპანია წელიწადში სულ მცირე 3 მილიონ ტონა თხევად ბუნებრივ აირს შეიძენს. ხელშეკრულების ვადა და მიწოდების დაწყების თარიღი ჯერ არ შეთანხმებულა.

QatarEnergy ბოლო პერიოდში Venture Global-ისგან თხევად ბუნებრივ აირს მოკლევადიანი კონტრაქტებითაც ყიდულობდა. ამის მიზეზი ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების შეფერხება გახდა, რის გამოც კომპანიას კლიენტებისთვის შეთანხმებული მოცულობის მიწოდება გაურთულდა.

Venture Global-ს აშშ-ში LNG-ის გაყიდვისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავისუფალი მოცულობა აქვს. ლუიზიანაში ახალი CP2 ტერმინალის ამუშავების შემდეგ კომპანია შესაძლოა ქვეყნის სიდიდით მეორე LNG ექსპორტიორი გახდეს.

QatarEnergy-ს ცალკე გრძელვადიანი შეთანხმება Cheniere Energy-სთანაც აქვს. 2031-2054 წლებში კომპანია ყოველწლიურად 4 მილიონ ტონა LNG-ს მიიღებს Sabine Pass-ისა და Corpus Christi-ის ტერმინალებიდან.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონის ობლიგაციების შემოსავლიანობა მრავალკვირიან მაქსიმუმზე გაიზარდა - Fed-ის მკაცრმა რიტორიკამ ბაზრები შეარყია

აშშ-ში ინფლაციის მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებლისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მკაცრი განცხადებების ფონზე, გლობალურ ობლიგაციების ბაზარზე გაყიდვები გააქტიურდა. გერმანიის 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობამ 3.357%-ს მიაღწია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები დაეცა - ინვესტორები Fed-ის მკაცრი პოლიტიკის მოლოდინს აფასებენ

STOXX 600-ის ინდექსმა ოთხდღიანი ზრდის სერია შეწყვიტა და რეკორდული ნიშნულიდან მცირედით დაიხია. მიუხედავად ამისა, ევროპული ბაზარი ივნისის შემდეგ საუკეთესო კვირის დასრულებას უახლოვდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია13 ნოე. 20262 წთ კითხვა

Bernstein: Apple AI აქციებისგან თავის არიდებული ინვესტორებისთვის უსაფრთხო აქტივად იქცა

ანალიტიკოსების შეფასებით, Apple-ის რეკორდულად მაღალი საბაზრო შეფასება გამართლებულია კომპანიის მომხმარებელთა ერთგულებით, სტაბილური ფულადი ნაკადებითა და AI ინფრასტრუქტურაზე შედარებით დაბალი დანახარჯებით.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე