გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
კრიპტო

Binance-მა Circle-ში $100 მილიონის წილი შეიძინა

მარიამ ქადარია23 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
Binance-მა Circle-ში $100 მილიონის წილი შეიძინა

Binance-მა სტეიბლკოინ USDC-ის შემქმნელ კომპანია Circle-ში 100 მილიონი დოლარის ღირებულების წილი შეიძინა. კომპანიებმა თანამშრომლობაც გააფართოვეს.

Circle-ის ინფორმაციით, 17 სექტემბერს Binance-ს დაახლოებით 1.24 მილიონი აქცია მიჰყიდა. თითო აქციის ფასი $80.84 იყო. Circle-ის საბაზრო ღირებულება ამჟამად დაახლოებით $24 მილიარდია.

Circle უშვებს USDC-ს, ერთ-ერთ უმსხვილეს სტეიბლკოინს. ასეთი კრიპტოაქტივის ფასი კონკრეტულ ვალუტასთან, ამ შემთხვევაში აშშ დოლართან, არის დაკავშირებული. USDC-ის საბაზრო ღირებულება თითქმის $75 მილიარდს შეადგენს.

Binance-სა და Circle-ს შორის გაფართოებული შეთანხმება ხუთწლიან პერიოდს მოიცავს. Circle Binance-ს ყოველთვიურ საკომისიოს გადაუხდის, Binance კი საკუთარ პლატფორმაზე USDC-ის გამოყენების ზრდაზე იმუშავებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გარკვეულ შემთხვევებში მხარეებს თანამშრომლობის ვადამდე შეწყვეტაც შეეძლებათ.

გარიგება Binance-სა და აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი სტეიბლკოინის გამომშვებს შორის კავშირს კიდევ უფრო აძლიერებს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე