გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

ბიტკოინი შემცირდა - აშშ-ის ინფლაციის მონაცემებმა Fed-ის პოლიტიკის გაურკვევლობა გაზარდა

ნუცა ტყეშელაშვილი26 აგვისტო, 20265 წთ კითხვა
ბიტკოინი შემცირდა - აშშ-ის ინფლაციის მონაცემებმა Fed-ის პოლიტიკის გაურკვევლობა გაზარდა

Bitcoin-ის ფასი ოთხშაბათს შემცირდა და ბოლო სამი თვის მაქსიმუმიდან უკან დაიხია. კრიპტოვალუტაზე ზეწოლა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც აშშ-ის ახალმა მონაცემებმა აჩვენა, რომ Fed-ისთვის პრიორიტეტული ინფლაციის მაჩვენებელი ივლისში უცვლელი დარჩა, რაც სექტემბრის სხდომაზე საპროცენტო განაკვეთის მიმართულებას კიდევ უფრო გაურკვეველს ხდის.

ბიტკოინი 0.5%-ით, 78,217.5 დოლარამდე დაეცა 09:55 ET-ზე. კვირის დასაწყისში კრიპტოვალუტის ფასმა 80,000 დოლარს გადააჭარბა.

ბაზრის ყურადღების ცენტრში ასევეა Nvidia-ის კვარტალური ფინანსური შედეგები. ინვესტორები მიიჩნევენ, რომ კომპანიის ანგარიშმა შესაძლოა მომდევნო კვირებში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს როგორც ტექნოლოგიურ აქციებზე, ისე მთლიანად AI სექტორთან დაკავშირებულ საინვესტიციო განწყობაზე.

PCE ინფლაცია კვლავ მაღალია

ოთხშაბათს გამოქვეყნებული მონაცემებით, PCE ფასების ინდექსი ივლისში წინა თვესთან შედარებით 0.2%-ით გაიზარდა, ივნისში კი 0.1%-ით შემცირებული იყო. წლიურ ჭრილში PCE ინფლაციამ 3.7% შეადგინა — იგივე მაჩვენებელი, რაც ივნისში და ოდნავ მეტი, ვიდრე ეკონომისტების მიერ პროგნოზირებული 3.6%.

ამასთან, Core PCE, რომელიც საკვებისა და ენერგიის ფასებს გამორიცხავს, თვიურად 0.2%-ით გაიზარდა, წლიური ზრდა კი 3.3%-ზე შენარჩუნდა. ეს მაჩვენებელი როგორც წინა თვის, ისე ანალიტიკოსების პროგნოზს დაემთხვა.

მონაცემები მიუთითებს, რომ ინფლაცია სასურველზე ნელა მცირდება, რაც Federal Reserve-ის პოლიტიკის შემქმნელებს სექტემბრის სხდომის წინ დამატებით სიფრთხილისკენ უბიძგებს.

ბიტკოინის ბოლო ზრდას ნაწილობრივ ხელს უწყობდა ე.წ. „დებაზმენტის ვაჭრობა“ (debasement trade) — ინვესტორების მოლოდინი, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ნაბიჯები ობლიგაციების შემოსავლიანობის შესამცირებლად დოლარზე ზეწოლას მოახდენდა. ასეთ გარემოში ინვესტორების ნაწილი კაპიტალს ბიტკოინის, კრიპტოვალუტებისა და ოქროს მსგავს ალტერნატიულ აქტივებში მიმართავდა.

თუმცა, თუ ინფლაცია კვლავ მაღალი დარჩება, Fed-ს შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის გაზრდა დასჭირდეს. უფრო მაღალი განაკვეთები, როგორც წესი, აძლიერებს დოლარს და ამცირებს არაპროცენტიანი და უფრო რისკიანი აქტივების, მათ შორის ბიტკოინის, მიმზიდველობას.

ბიტკოინის ვარდნა ნაწილობრივ შეზღუდა აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირების შესაძლო დეესკალაციის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ. რუსული მედიის ცნობით, მხარეებმა შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რასაც ნავთობის ფასების შემცირება და ბაზრებზე რისკისადმი განწყობის გაუმჯობესება მოჰყვა.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო24 ნოე. 20262 წთ კითხვა

Fed-ის შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა დეკემბერში განაკვეთის გაზრდა იყოს

ფედერალურ სარეზერვო სისტემაში დისკუსია უკვე არა დამატებითი გამკაცრების აუცილებლობას, არამედ მისი ტემპისა და მასშტაბის განსაზღვრას ეხება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი24 ნოე. 20262 წთ კითხვა

Nvidia-ს პარტნიორები აზიაში ჯენსენის დაბრუნებას მიესალმებიან

Nvidia-ს მიერ მხარდაჭერილი სტარტაპები მიიჩნევენ, რომ ჰუანგის დაბრუნება კომპანიის მომავალთან დაკავშირებულ გაურკვევლობას შეამცირებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო24 ნოე. 20261 წთ კითხვა

Tullow Oil-ის აქციები 14.5%-ით გაიზარდა

ნავთობკომპანია Tullow Oil-მა განის მთავრობასთან ორი საგადასახადო საარბიტრაჟო დავის მოგვარებაზე შეთანხმებას მიაღწია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე