გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

ბიტკოინის ფასი 62 700 დოლარამდე შემცირდა

მარიამ ქადარია19 ივნისი, 20261 წთ კითხვა
ბიტკოინის ფასი 62 700 დოლარამდე შემცირდა

ბიტკოინის ფასი დაახლოებით 2%-ით შემცირდა და 62 687 დოლარი შეადგინა. შედეგად, კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის ღირებულება ჯამში 2.8%-ით არის შემცირებული.

ბაზარზე უარყოფითი განწყობა ძირითადად გეოპოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება. ინვესტორებზე გავლენა მოახდინა აშშ-სა და ირანს შორის შვეიცარიაში დაგეგმილი მოლაპარაკებების გაუქმებამ, რამაც ბაზრებზე გაურკვევლობა გაზარდა. დამატებითი ზეწოლა შექმნა ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლების განცხადებებმაც, რომლებმაც მაღალი საპროცენტო განაკვეთების უფრო ხანგრძლივად შენარჩუნების მოლოდინი გააძლიერა.

ამ ფონზე, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული საინვესტიციო ფონდებიდან თანხების გადინება გრძელდება. ბიტკოინის ETF-ებიდან კაპიტალი უკვე ზედიზედ მეექვსე კვირაა გადის. ანალიტიკოსების ნაწილი აღნიშნავს, რომ ინვესტორების ყურადღება ამჟამად უფრო მეტად ტექნოლოგიურ და ხელოვნური ინტელექტის სექტორში მოქმედ კომპანიებზეა გადატანილი.

ბიტკოინთან ერთად გაიაფდა სხვა მსხვილი კრიპტოვალუტებიც. ეთერიუმის ფასი 2.2%-ით ეთერიუმი 2.2%-ით გაუფასურდა, ხოლო XRP-ის, Solana-სა და Cardano-ს ღირებულება 2%-დან 4%-მდე შემცირდა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო2 ნოე. 20262 წთ კითხვა

Oracle-ის აქციები 10%-ით დაეცა - კომპანიამ $20 მილიარდის მოზიდვის მიზნით აქციებისა და ობლიგაციების გამოშვება დააანონსა

Oracle-ის აქციები 10%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ $10 მილიარდის აქციებისა და $10 მილიარდის ობლიგაციების გამოშვება დააანონსა. მოზიდული კაპიტალის გამოყენების კონკრეტული გეგმა ჯერ უცნობია, თუმცა Stephens-მა კომპანიის აქციების შეფასება გააუმჯობესა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო2 ნოე. 20262 წთ კითხვა

ოქროს ფასი გაიზარდა - ინვესტორები ფასების ვარდნით სარგებლობენ

ოქროს ფასმა ოქტომბრის მკვეთრი ვარდნის შემდეგ აღდგენა დაიწყო და უნციაზე 3,900 დოლარს გადააჭარბა. ზრდას დოლარის შესუსტება და დაბალ ფასზე შესყიდვები უწყობს ხელს, თუმცა გეოპოლიტიკური რისკები, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და საფონდო ბაზრების მერყეობა ფასის შემდგომ ზრდას აფერხებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო2 ნოე. 20261 წთ კითხვა

Oppenheimer-ი Apple-ის აქციების მაღალ შეფასებაზე აფრთხილებს - ზრდის პოტენციალი შეზღუდულია

Oppenheimer-ი Apple-ის აქციების მაღალ შეფასებაზე მიუთითებს და კომპანიის 2027 წლის მოგების პროგნოზს საბაზრო მოლოდინებზე დაბლა აყენებს. ანალიტიკოსების შეფასებით, iPhone-ის გაყიდვების შენელებამ, კომპონენტების გაძვირებამ და მომხმარებლების მხრიდან მოწყობილობების განახლების დაბალმა ტემპმა შესაძლოა აქციების შემდგომი ზრდა შეზღუდოს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე