Blackstone Pfizer-ის ახალ წამალს $1.5 მილიარდით დააფინანსებს

Blackstone Pfizer-ს სიმსუქნის სამკურნალო ახალი პრეპარატის განვითარებისთვის 1.5 მილიარდ დოლარამდე გამოყოფს. თანხა კლინიკური კვლევების ბოლო ეტაპზე დაიხარჯება.
საუბარია berobenatide-ზე, რომელიც Pfizer-მა Metsera-ს 10 მილიარდ დოლარად შეძენის შემდეგ მიიღო. პრეპარატი წონის კონტროლისთვისაა შექმნილი და მისი ერთ-ერთი შესაძლო უპირატესობა თვეში ერთხელ გაკეთებული ინექციაა.
Blackstone ათამდე კლინიკური კვლევის დაფინანსებაში მიიღებს მონაწილეობას და თანხას ეტაპობრივად, 2028 წლამდე გამოყოფს. თუ პრეპარატი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ნებართვას მიიღებს და გაყიდვები შეთანხმებულ მაჩვენებლებს მიაღწევს, Pfizer Blackstone-ს დამატებით თანხას გადაუხდის.
Pfizer სიმსუქნის სამკურნალო მედიკამენტების ბაზარზე პოზიციების გაძლიერებას ცდილობს, სადაც უკვე მყარად არიან წარმოდგენილი Novo Nordisk და Eli Lilly.
წყარო: Yahoo Finance
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.






