გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

BMW-ს გაყიდვები და მოგება ჩინეთში მკვეთრად მცირდება

მარიამ ქადარია29 ივნისი, 20261 წთ კითხვა
BMW-ს გაყიდვები და მოგება ჩინეთში მკვეთრად მცირდება

ჩინეთის ბაზარზე შექმნილი სირთულეების გამო, გერმანული ავტომწარმოებლის - BMW -ის გაყიდვები და შემოსავლები მნიშვნელოვნად იკლებს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის აქციები ამჟამად რეალურ ღირებულებასთან შედარებით იაფია, ბაზარზე არსებული გაურკვევლობა ინვესტორთა აქტივობას ზღუდავს.

BMW წელს ჩინეთში დაახლოებით 500,000 ავტომობილის გაყიდვას ელის. შედარებისთვის, ჩინეთის ბაზარზე, საუკეთესო შემთხვევაში, კომპანია წელიწადში 800,000-მდე ავტომობილს ყიდდა. თუ ტენდენცია გაგრძელდება, 2030 წლისთვის გაყიდვები შესაძლოა 300,000-მდე შემცირდეს. მოგებაც მკვეთრად იკლებს: 2023 წელს ჩინეთის ბაზრიდან მიღებული მოგება დაახლოებით 5 მილიარდ ევროს შეადგენდა, წელს კი ის, სავარაუდოდ, 1 მილიარდ ევროზე ნაკლები იქნება.

მთავარი მიზეზებია ჩინური ელექტრომობილების მწარმოებლების გაძლიერება, ფასების კონკურენცია და გეოპოლიტიკური გაურკვევლობა. სექტემბერში BMW-ის ახალი ხელმძღვანელი მილან ნედელკოვიჩი კომპანიის გეგმას წარადგენს. ანალიტიკოსების შეფასებით, BMW-ს ხარჯების შემცირება და ბიზნესის გადახედვა დასჭირდება, რათა მომგებიანობა 6%-8%-ის ფარგლებში შეინარჩუნოს. სანამ კომპანია მკაფიო გეგმას არ წარადგენს, ჩინეთის ბაზარზე არსებული პრობლემები ინვესტორების ინტერესზე გავლენას კვლავ მოახდენს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო11 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები გაიზარდა - STOXX 600 რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა

ევროპული ბაზრების ზრდას ხელი შეუწყო კორპორაციული მოგების ძლიერმა სეზონმა და AI სექტორზე მოთხოვნის შენარჩუნების ნიშნებმა. ამასთან, ინვესტორები აშშ-ში ინფლაციის ზრდისა და Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების უფრო მკვეთრი მატების შესაძლებლობას აფასებენ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო11 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის ცენტრალური ბანკი განაკვეთის 0.5 პუნქტით გაზრდას განიხილავს

აშშ-ში ოქტომბრის ინფლაცია პროგნოზზე მაღალი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ცენტრალურ ბანკში საპროცენტო განაკვეთის უფრო მკვეთრად გაზრდაზე დაიწყეს საუბარი.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო11 ნოე. 20262 წთ კითხვა

Alphabet აზიასა და სინგაპურში ვალუტებში ობლიგაციების პირველ გამოშვებას გეგმავს

Google-ის მშობელი კომპანია აზიელი ინვესტორების მოთხოვნის შემოწმებას გეგმავს იმ პერიოდში, როდესაც ტექნოლოგიური სექტორი AI-ინფრასტრუქტურაში მზარდი ინვესტიციების დასაფინანსებლად ვალის ბაზარს სულ უფრო აქტიურად მიმართავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე