გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Booking ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

მარიამ ქადარია19 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
Booking ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

Booking Holdings ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. სასამართლომ ძალაში დატოვა ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომელმაც Booking-ს ETraveli-ს 1.63 მილიარდ ევროდ შეძენის უფლება არ მისცა.

ევროკომისიამ გარიგება 2023 წელს დაბლოკა. უწყების შეფასებით, ETraveli-ს შეძენა Booking-ის გავლენას ონლაინტურიზმის ბაზარზე კიდევ უფრო გაზრდიდა და კონკურენციას შეამცირებდა.

Booking ამ დასკვნას არ ეთანხმება. კომპანიის განცხადებით, ევროკომისიამ და სასამართლომ როგორც ფაქტები, ისე გარიგების შესაძლო გავლენა არასწორად შეაფასეს.

დავა უკვე თითქმის სამი წელია გრძელდება. საქმე სხვა მსხვილი ონლაინპლატფორმებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს იმაზე, როგორ შეაფასებს ევროკავშირი მომავალში მსგავსი კომპანიების მიერ კონკურენტების შეძენას.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო19 ნოე. 20261 წთ კითხვა

Tesla ჩინეთში წარმოების ზრდას გეგმავს

ილონ მასკმა შენჟენში ჩინეთის სავაჭრო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. შანხაის ქარხანამ მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრამდე 810 889 ავტომობილი გამოუშვა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო19 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის კონგრესი Microsoft-ისა და ByteDance-ის გარიგებით დაინტერესდა

ჩინეთის საკითხებზე მომუშავე წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა Microsoft-ს განმარტებების წარდგენა მოსთხოვა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო19 ნოე. 20262 წთ კითხვა

დოლარი აპრილის შემდეგ უმაღლეს ნიშნულზე გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკის მდგრადმა მონაცემებმა და Fed-ის მკაცრმა რიტორიკამ დოლარის ზედიზედ მეშვიდე სავაჭრო სესიით გამყარებას შეუწყო ხელი.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე