გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
ანალიზი

ბრიტანეთი ოჯახებს ენერგიის ხარჯებისთვის £100-ს გადაუხდის

მარიამ ქადარია29 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
ბრიტანეთი ოჯახებს ენერგიის ხარჯებისთვის £100-ს გადაუხდის

ბრიტანეთის მთავრობა დაახლოებით 20 მილიონ ოჯახს ენერგიის ხარჯების შესამსუბუქებლად 100 ფუნტს გადაუხდის. აღნიშნული დახმარება სახელმწიფოს დაახლოებით 2.6 მილიარდი ფუნტი დაუჯდება.

მთავრობა საწვავის გადასახადს აღარ გაზრდის და 2022 წელს დაწესებულ ხუთპენსიან შეღავათს მინიმუმ ივლისამდე გააგრძელებს. ასევე იგეგმება გაზის გადასახადში ფიქსირებული ნაწილის გაუქმება.

დამატებითი ხარჯების დასაფინანსებლად ბანკების მოგებაზე გადასახადი 15 თვით 3%-დან 6%-მდე გაიზრდება. ამ გზით ხაზინა დაახლოებით 1.5 მილიარდ ფუნტს მიიღებს. 2027 წლიდან Amazon-ის, eBay-სა და Temu-ს მსგავსი პლატფორმებიც თავად იქნებიან პასუხისმგებელი მათ საიტებზე მოვაჭრეების დღგ-ის შეგროვებაზე.

ამავდროულად, მთავრობამ 2027 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.6%-დან 1%-მდე შეამცირა. ხელოვნური ინტელექტის, თავდაცვისა და მწვანე ენერგიის პროექტებისთვის სახელმწიფო ფინანსურ ინსტიტუტებს დამატებით 20 მილიარდ ფუნტზე მეტი გადაეცემათ.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Morgan Stanley-მ National Grid ევროპის მსხვილ ენერგოკომპანიებს შორის 2027 წლის ფავორიტად დაასახელა

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, კომუნალური მომსახურების სექტორი ბაზარზე უკეთეს შედეგებს კვლავ აჩვენებს. ზრდის მთავარ წყაროებად ენერგეტიკული უსაფრთხოება, ელექტრიფიკაცია და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ენერგიის მზარდი მოთხოვნა სახელდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო10 ნოე. 20261 წთ კითხვა

Honda-მ წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა საოპერაციო მოგების პროგნოზი 20%-ით, წმინდა მოგების კი 25%-ით გაზარდა. მიუხედავად ამისა, მეორე კვარტალში კომპანიის მოგება მკვეთრად შემცირდა ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების გამო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Porsche SE-მ 2026 წლის პირველ ცხრა თვეში €2.8 მილიარდის ზარალი დააფიქსირა

Volkswagen-ის მაკონტროლებელი ჰოლდინგის ფინანსური შედეგები მკვეთრად გაუარესდა. ზარალის მთავარი მიზეზი Volkswagen-ში წილის საბალანსო ღირებულების არანაღდი გაუფასურება გახდა, თუმცა კომპანიის მცირე საინვესტიციო პორტფელმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე