გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

ბრიტანეთის საბანკო სექტორში საკუთარი ხელოვნური ინტელექტის შექმნას ითხოვენ

მარიამ ქადარია15 ივლისი, 20261 წთ კითხვა
ბრიტანეთის საბანკო სექტორში საკუთარი ხელოვნური ინტელექტის შექმნას ითხოვენ

ამერიკულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება ბრიტანეთის საბანკო სექტორისთვის სულ უფრო დიდ პრობლემად იქცევა. ამის გამო ქვეყანაში საკუთარი ციფრული ინფრასტრუქტურისა და ხელოვნური ინტელექტის მოდელების შექმნის აუცილებლობაზე საუბარი გააქტიურდა.

ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს მრჩეველი და Starling Bank-ის საინფორმაციო დირექტორი ჰარიეტ რისი აცხადებს, რომ ქვეყანამ ამ მიმართულებით სწრაფად უნდა იმოქმედოს და ადგილობრივი ცოდნისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას მეტი ყურადღება დაუთმოს.

მისი მოწოდება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ბრიტანულ ბანკებს ამერიკული კომპანია Anthropic-ის უახლეს მოდელ Mythos-ზე წვდომა შეეზღუდათ. აღნიშნული მოდელი კიბერუსაფრთხოების ხარვეზების აღმოჩენის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საშუალებად მიიჩნევა და ბანკებს საკუთარი სისტემების დაცვაში ეხმარება.

ამ ტექნოლოგიაზე წვდომა ამჟამად ძირითადად ამერიკულ ბანკებსა და მათ ბრიტანულ ფილიალებს აქვთ. რისის შეფასებით, ბრიტანეთმა აშშ-ის ტექნოლოგიურ კომპანიებზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ფინანსურ სექტორში კონკურენტული უპირატესობა დაკარგოს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო27 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასი სამკვირიანი კლების შემდეგ იზრდება

ჰორმუზის სრუტეში ტანკერებზე თავდასხმებმა და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებმა ახლო აღმოსავლეთიდან მიწოდების შეფერხების რისკი გააძლიერა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო27 ნოე. 20261 წთ კითხვა

გერმანიაში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება, უმუშევრობა კი იზრდება

2026 წლის ოქტომბერში ქვეყანაში დაახლოებით 45.69 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული - წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 0.5%-ით შემცირდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
კრიპტო27 ნოე. 20262 წთ კითხვა

ბიტკოინი შვიდკვირიანი ვარდნის შემდეგ პირველად გაიზარდა

კრიპტოვალუტის ფასი კვირის განმავლობაში 2.2%-ით მოიმატა და $61,400-ს გადააჭარბა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე