გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Capital Economics: ხელოვნური ინტელექტის აქციების ვარდნა ბრიტანეთის ბაზარზე შედარებით ნაკლებ გავლენას მოახდენს

მარიამ ქადარია3 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Capital Economics: ხელოვნური ინტელექტის აქციების ვარდნა ბრიტანეთის ბაზარზე შედარებით ნაკლებ გავლენას მოახდენს

Capital Economics-ის შეფასებით, თუ ხელოვნური ინტელექტის სფეროში აქციების ფასი მკვეთრად დაეცემა, აღნიშნული ბრიტანეთის საფონდო ბაზარზე სხვა წამყვან ბაზრებთან შედარებით ნაკლებად აისახება. ამის მთავარი მიზეზი ბრიტანული ინდექსების შემადგენლობაა, სადაც ტექნოლოგიური კომპანიების წილი მცირეა.

MSCI UK ინდექსში ტექნოლოგიური და საკომუნიკაციო კომპანიები დღეს მხოლოდ 3%-ს შეადგენენ. 2000 წლის „დოტკომების“ კრიზისამდე მათი წილი დაახლოებით 30% იყო, რის გამოც იმ დროის ვარდნამ ბრიტანეთის ბაზარზეც ძლიერ იმოქმედა.

Capital Economics კიდევ ორ ფაქტორს გამოყოფს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის სფეროში ფასების მკვეთრი კორექციის შემთხვევაშიც აშშ-ის ეკონომიკა რეცესიას თავიდან აიცილებს, რაც მსოფლიო საფონდო ბაზრებზე ვარდნას შეზღუდავს. ამასთან, ასეთ ვითარებაში მოსალოდნელია დოლარის დასუსტება და ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირება.

ბოლო პერიოდში FTSE 100-ის ზრდას ენერგეტიკული და ფინანსური სექტორების კარგი შედეგებიც უწყობდა ხელს. Capital Economics-ის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის კომპანიების აქციებზე ფასების სწრაფი ზრდა მომავალ წელს შესაძლოა შეჩერდეს, ხოლო ბაზარზე მიმდინარე ვარდნა ამ პროცესის დასაწყისი იყოს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო30 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის ეკონომიკა მესამე კვარტალში 3.4%-ით გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკა მესამე კვარტალში 3.4%-იანი წლიური ტემპით გაიზარდა და ეკონომისტების 3.2%-იან პროგნოზს გადააჭარბა. ეს ბოლო ერთი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო30 ოქტ. 20261 წთ კითხვა

QatarEnergy ამერიკულ LNG-ს 20 წლის განმავლობაში შეიძენს

Woodside Energy-ი QatarEnergy-ს ამერიკაში წარმოებულ თხევად ბუნებრივ აირს 20 წლის განმავლობაში მიაწვდის. შეთანხმებით ყატარული კომპანია სპარსეთის ყურის გარეთ დამატებით წყაროს მიიღებს იმ პერიოდში, როცა ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები შეფერხებულია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო30 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 2.5%-ზე დატოვა, ლაგარდი თანამდებობას თებერვალში დატოვებს

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 2.5%-ზე დატოვა. იმავე დღეს კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ECB-ის პრეზიდენტის პოსტს 2027 წლის 7 თებერვალს დატოვებს, ვადის ამოწურვამდე დაახლოებით რვა თვით ადრე.

მარიამ ქადარიაწაიკითხე