გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
ანალიზი

Nike-ს Dow Jones-ში დარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება - კომპანია S&P 100-ს ტოვებს

ნუცა ტყეშელაშვილი17 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
Nike-ს Dow Jones-ში დარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება - კომპანია S&P 100-ს ტოვებს

Nike-ის პოზიცია Dow Jones Industrial Average-ში სულ უფრო გაურკვეველი ხდება, რადგან სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფონდო ინდექსიდან გასასვლელად ემზადება.

S&P Dow Jones Indices-მა განაცხადა, რომ Nike-ს S&P 100-დან 21 სექტემბრის სავაჭრო სესიის დაწყებამდე ამოიღებს. ცვლილება კვარტალური რებალანსირების ნაწილია და Nike-ის ამ ინდექსში თითქმის 18-წლიან პერიოდს დაასრულებს. ამასთან, კომპანია S&P 500-ის შემადგენლობაში დარჩება.

ანალიტიკოსები S&P 100-დან Nike-ის ამოღებას კომპანიის საბაზრო ღირებულების მკვეთრ შემცირებას უკავშირებენ. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში Nike-ის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 80%-ით შემცირდა, რასაც გაყიდვების შენელება, ინოვაციების ნაკლებობა და ახალი კონკურენტების გაძლიერება დაემატა.

ამ ცვლილებამ ინვესტორებში კითხვები გააჩინა, შეიძლება თუ არა Nike-ის შემდეგი მნიშვნელოვანი ინდექსი Dow Jones Industrial Average გახდეს, სადაც კომპანია 2013 წლიდან შედის.

Nike-ის აქციები ინდექსში გაწევრიანების შემდეგ მხოლოდ დაახლოებით 5%-ით არის გაზრდილი, მაშინ როდესაც S&P 500-ის ზრდამ იმავე პერიოდში მნიშვნელოვნად გადააჭარბა ამ მაჩვენებელს. აქციის ფასი, რომელიც ბოლო პერიოდში დაახლოებით $36-ს შეადგენდა, Nike-ს Dow Jones-ის 30 კომპანიას შორის ყველაზე დაბალ წონას აძლევს.

Nike-ის წონა Dow Jones-ში დაახლოებით 0.4%-ია და ის ინდექსის ყველაზე მცირე კომპონენტია. ამასთან, კომპანია მიმდინარე წელს ინდექსის ყველაზე სუსტი შედეგის მქონე აქციადაც რჩება.

TimesSquare Capital Management-ის პარტნიორმა და მთავარმა ტრეიდერმა ჯოშ ბიშოფმა განაცხადა, რომ ისტორიული მონაცემების გათვალისწინებით, Nike Dow Jones-იდან ამოღების კანდიდატად შეიძლება განიხილებოდეს.

თუმცა, Dow Jones-ისგან განსხვავებით, S&P 500-სა და Nasdaq-100-ს აქვთ კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებიც კომპანიების ინდექსში დარჩენასა და დამატებას არეგულირებს. Dow Jones კი აქციებს მათი ფასის მიხედვით წონის და კომპანიების ავტომატური ამოღებისთვის კონკრეტული ზღვარი არ აქვს.

Reuters-ის მიერ 2013 წლის შემდეგ Dow Jones-ის ბოლო 10 ცვლილების ანალიზმა აჩვენა, რომ სულ მცირე ხუთ შემთხვევაში ინდექსიდან სწორედ ყველაზე დაბალი წონის მქონე აქცია ამოიღეს.

Futurum Equities-ის მთავარმა საბაზრო სტრატეგმა შეი ბოლურმა აღნიშნა, რომ Nike-ის ამოღების ალბათობა მომდევნო წლის განმავლობაში უფრო მაღალია, თუმცა ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან Dow Jones-ში კომპანიების ავტომატური ამოღების მექანიზმი არ არსებობს.

საბოლოო გადაწყვეტილებას Dow Jones-ის ინდექსის ცვლილებების შესახებ კომიტეტი იღებს და ცვლილებებს კონკრეტული წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით არ ახორციელებს. შესაბამისად, S&P 100-დან Nike-ის გასვლა თავისთავად არ ნიშნავს, რომ კომპანია Dow Jones-საც დატოვებს.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო30 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის ეკონომიკა მესამე კვარტალში 3.4%-ით გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკა მესამე კვარტალში 3.4%-იანი წლიური ტემპით გაიზარდა და ეკონომისტების 3.2%-იან პროგნოზს გადააჭარბა. ეს ბოლო ერთი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო30 ოქტ. 20261 წთ კითხვა

QatarEnergy ამერიკულ LNG-ს 20 წლის განმავლობაში შეიძენს

Woodside Energy-ი QatarEnergy-ს ამერიკაში წარმოებულ თხევად ბუნებრივ აირს 20 წლის განმავლობაში მიაწვდის. შეთანხმებით ყატარული კომპანია სპარსეთის ყურის გარეთ დამატებით წყაროს მიიღებს იმ პერიოდში, როცა ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები შეფერხებულია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო30 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 2.5%-ზე დატოვა, ლაგარდი თანამდებობას თებერვალში დატოვებს

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 2.5%-ზე დატოვა. იმავე დღეს კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ECB-ის პრეზიდენტის პოსტს 2027 წლის 7 თებერვალს დატოვებს, ვადის ამოწურვამდე დაახლოებით რვა თვით ადრე.

მარიამ ქადარიაწაიკითხე