QatarEnergy ამერიკულ LNG-ს 20 წლის განმავლობაში შეიძენს

Woodside Energy-ი QatarEnergy-ს ამერიკაში წარმოებულ თხევად ბუნებრივ აირს 20 წლის განმავლობაში მიაწვდის. შეთანხმებით ყატარული კომპანია სპარსეთის ყურის გარეთ დამატებით წყაროს მიიღებს იმ პერიოდში, როცა ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები შეფერხებულია.
გაზი Woodside-ის ლუიზიანის პროექტიდან იქნება. მიწოდება ეტაპობრივად გაიზრდება და მესამე საწარმოო ხაზის ამუშავების შემდეგ წელიწადში 3 მილიონ ტონას მიაღწევს. პირველი პარტიები 2030 წელსაა მოსალოდნელი. QatarEnergy-ის განცხადებით, ამ შეთანხმების შემდეგ კომპანია ამერიკული LNG-ის ყველაზე დიდი მყიდველი გახდება.
გარიგება მნიშვნელოვანია Woodside-სთვისაც. კომპანიას 17.5 მილიარდი დოლარის ღირებულების Louisiana LNG პროექტისთვის გრძელვადიანი კლიენტების მოძიება სჭირდებოდა. საწარმოს წლიური სიმძლავრე 16.5 მილიონი ტონა იქნება, პირველი წარმოება კი 2029 წელს იგეგმება.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.





