გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
ანალიზი

GM მძღოლების მონაცემებთან დაკავშირებული დავის დასასრულებლად $220 მილიონს გადაიხდის

მარიამ ქადარია30 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
GM მძღოლების მონაცემებთან დაკავშირებული დავის დასასრულებლად $220 მილიონს გადაიხდის

General Motors 220 მილიონ დოლარს გადაიხდის მძღოლების პირადი მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებული დავის დასასრულებლად. შეთანხმება აშშ-ის 35 შტატისა და კოლუმბიის ოლქის მოთხოვნებს მოიცავს.

გამოძიების მიხედვით, GM მძღოლის ადგილმდებარეობისა და მართვის სტილის შესახებ ინფორმაციას მონაცემთა კომპანიებს გადასცემდა, ისინი კი ამ მონაცემებს სადაზღვევო კომპანიებზე ყიდდნენ. მიღებული ინფორმაცია ზოგ შემთხვევაში დაზღვევის ფასის განსაზღვრაზეც მოქმედებდა.

საქმე GM-ის Smart Driver პროგრამას ეხება, რომელსაც 2016-2024 წლებში მილიონობით ადამიანი იყენებდა. პროგრამა უსაფრთხო მართვის გასაუმჯობესებელ სერვისად იყო წარმოდგენილი, თუმცა გამოძიების მიხედვით, მომხმარებლების მონაცემები მათი მკაფიო თანხმობის გარეშე იყიდებოდა.

შეთანხმების შემდეგ GM-ს ნაკლები მონაცემის შეგროვება მოუწევს და ინფორმაციის გამოყენებამდე ან მესამე მხარისთვის გადაცემამდე მძღოლის თანხმობა უნდა მიიღოს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე