ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 2.5%-ზე დატოვა, ლაგარდი თანამდებობას თებერვალში დატოვებს

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 2.5%-ზე დატოვა. იმავე დღეს კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ECB-ის პრეზიდენტის პოსტს 2027 წლის 7 თებერვალს დატოვებს, ვადის ამოწურვამდე დაახლოებით რვა თვით ადრე.
ბანკში ინფლაციის მთავარ რისკად კვლავ ენერგორესურსების გაძვირებას მიიჩნევენ. ამავდროულად, მაღალი საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკურ აქტივობასაც ანელებს.
გადაწყვეტილების შემდეგ ევრო გაუფასურდა, მოკლევადიანი სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობა კი შემცირდა.
ლაგარდის წასვლა ევროზონისთვის რთულ პერიოდს ემთხვევა. საფრანგეთის სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ დღის წესრიგშია, 2027 წელს კი ECB-ის ხელმძღვანელობაშიც რამდენიმე ცვლილებაა მოსალოდნელი.
დეკემბერში განაკვეთის კიდევ ერთი ზრდა კვლავ შესაძლო სცენარად რჩება.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.






