გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ჩინეთი ევროპულ ბიზნესს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას სთავაზობს

მარიამ ქადარია6 ივლისი, 20261 წთ კითხვა
ჩინეთი ევროპულ ბიზნესს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას სთავაზობს

ჩინეთი ევროპულ კომპანიებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებასა და ნდობის აღდგენას ცდილობს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ სტოკჰოლმში, კომპანია Investor AB-ის თავმჯდომარე იაკობ ვალენბერგთან შეხვედრისას ისაუბრა.

ვან იმ აღნიშნა, რომ ვალენბერგების ოჯახი ერთ-ერთი პირველი ევროპული ბიზნესჯგუფი იყო, რომელმაც ჩინეთში რეფორმების პერიოდში ინვესტიციები განახორციელა. მისი თქმით, ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩინეთსა და შვედეთს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაში.

ბეიჯინგი ახლა სტოკჰოლმთან ურთიერთობების გაუმჯობესებას და ნდობის აღდგენას ცდილობს. ჩინეთის ხელისუფლებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა შენელებულია, ხოლო დასავლეთთან გეოპოლიტიკური დაძაბულობა კვლავ მაღალია.

ვან იმ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩინეთი მზად არის, გააძლიეროს შიდა მოთხოვნა, მხარი დაუჭიროს თავისუფალ ვაჭრობას და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს. მისი თქმით, ეს ჩინეთის ბაზარზე მომუშავე უცხოურ კომპანიებს ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის.

ჩინეთსა და ევროკავშირს შორის უთანხმოება კვლავ რჩება ვაჭრობის, ელექტრომობილებისა და ტექნოლოგიების ექსპორტის საკითხებზე. თუმცა, ბოლო პერიოდში ურთიერთობების გაუმჯობესების გარკვეული ნიშნებიც ჩანს. ევროპული ბიზნესჯგუფები ჩინეთისგან ბაზარზე უკეთეს წვდომას და უფრო პროგნოზირებად რეგულაციებს ითხოვენ.

შეხვედრა ჩინეთ-ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ გაიმართა. მოსალოდნელია, რომ სამიტზე მთავარი ყურადღება ვაჭრობას, ინვესტიციებსა და ეკონომიკურ თანამშრომლობას დაეთმობა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

AI ტექნოლოგია18 ნოე. 20261 წთ კითხვა

Microsoft-მა ახალი AI მოდელები წარადგინა

Microsoft-ის ახალი პროდუქტები პროგრამირების, კიბერუსაფრთხოებისა და გამოსახულებების გენერირების შესაძლებლობებს აერთიანებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო18 ნოე. 20262 წთ კითხვა

Zoom-ის, HSBC-ისა და CNN-ის ვებსაიტებზე მავნე კოდი გავრცელდა

კიბერშეტევა მესამე მხარის პლატფორმა Optimizely-ს მოწყვლადობას უკავშირდება და 178 ორგანიზაციის ვებსაიტს შეეხო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო18 ნოე. 20261 წთ კითხვა

ოქროს ფასი 14-თვიანი მინიმუმიდან მცირედით გაიზარდა

ძვირფასი ლითონის ფასმა ბოლო ვარდნის შემდეგ სტაბილიზაცია დაიწყო, თუმცა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების შემდგომი ზრდის რისკები კვლავ ზეწოლას ახდენს ბაზარზე.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე