გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Microsoft-მა ახალი AI მოდელები წარადგინა

ნუცა ტყეშელაშვილი18 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
 Microsoft-მა ახალი AI მოდელები წარადგინა

Microsoft-მა ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელების პაკეტი წარადგინა, რომელიც პროგრამირების, კიბერუსაფრთხოებისა და სხვა მიმართულებებში გაუმჯობესებული შესაძლებლობებით გამოირჩევა. კომპანია ამ ნაბიჯით Anthropic-სა და OpenAI-ს კონკურენციის გაწევას ცდილობს.

სან-ფრანცისკოში გამართულ Microsoft Ignite-ის კონფერენციაზე კომპანიამ პროგრამირების ახალი მოდელი MAI Code 2 წარადგინა. Microsoft-ის განცხადებით, მისი წარმადობა კონკურენტი AI მოდელების შედეგებს თითქმის უტოლდება, თუმცა მისი გამოყენება მნიშვნელოვნად ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

კომპანიამ ასევე წარმოადგინა კიბერუსაფრთხოებაზე სპეციალიზებული მოდელი, რომლის გამოყენებაც თავდაპირველად მომხმარებელთა შეზღუდულ ჯგუფს შეეძლება. მისი მიზანი პროგრამულ უზრუნველყოფაში მოწყვლადობების აღმოჩენასა და მათთან დაკავშირებული რისკების შემცირებაში დახმარებაა. Microsoft-ის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების განვითარებასთან ერთად პროგრამულ სისტემებში უსაფრთხოების ხარვეზებიც უფრო ხშირად ვლინდება.

გარდა ამისა, კომპანიამ გამოსახულებების გენერირებისა და აუდიოჩანაწერების ტექსტად გარდაქმნის ახალი AI მოდელებიც გამოუშვა.

Microsoft-ის სტრატეგია და უსაფრთხოების პრიორიტეტები

Microsoft AI-ის ხელმძღვანელმა მუსტაფა სულეიმანმა Reuters-თან საუბრისას განაცხადა, რომ სხვადასხვა სფეროზე მორგებული სპეციალიზებული ტექნოლოგიების შექმნა კომპანიას საშუალებას აძლევს, კონკურენტებთან შედარებით დაბალი დანახარჯებით მიაღწიოს მსგავს, ზოგ შემთხვევაში კი უკეთეს შედეგებსაც.

„ეს მხოლოდ ერთი მოდელი არ არის და არც დროებითი წარმატებაა. ჩვენ შევქმენით სისტემა, რომელიც მუდმივად აუმჯობესებს შედეგებს და ერთდროულად ოპტიმიზაციას უკეთებს წარმადობასა და ფასს“, - განაცხადა სულეიმანმა.

მისი თქმით, კიბერუსაფრთხოების სფეროში ბოლო პერიოდში გამოვლენილმა პრობლემებმა, მათ შორის OpenAI-ის AI აგენტების მიერ Hugging Face-ის პლატფორმის გატეხვის შემთხვევამ, აჩვენა, რომ მოდელების განვითარებისას მხოლოდ წარმადობაზე ფოკუსირება საკმარისი არ არის და უსაფრთხოების მექანიზმებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს.

სულეიმანის განმარტებით, მისი მთავარი პრიორიტეტია ისეთი მექანიზმების შექმნა, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს მავნე მოქმედებებისგან შეაკავებს და უზრუნველყოფს, რომ მოდელები განზრახული წესების შესაბამისად იქცეოდნენ. ეს მიმართულება AI კვლევებში alignment-ის სახელით არის ცნობილი და ხელოვნური ინტელექტის ქცევის ადამიანურ მიზნებსა და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას გულისხმობს.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო18 ნოე. 20262 წთ კითხვა

Zoom-ის, HSBC-ისა და CNN-ის ვებსაიტებზე მავნე კოდი გავრცელდა

კიბერშეტევა მესამე მხარის პლატფორმა Optimizely-ს მოწყვლადობას უკავშირდება და 178 ორგანიზაციის ვებსაიტს შეეხო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო18 ნოე. 20261 წთ კითხვა

ოქროს ფასი 14-თვიანი მინიმუმიდან მცირედით გაიზარდა

ძვირფასი ლითონის ფასმა ბოლო ვარდნის შემდეგ სტაბილიზაცია დაიწყო, თუმცა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების შემდგომი ზრდის რისკები კვლავ ზეწოლას ახდენს ბაზარზე.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო18 ნოე. 20261 წთ კითხვა

Dangote ბირჟაზე გასვლით $2.1 მილიარდის მიღებას გეგმავს

ნიგერიული Dangote Refinery ბირჟაზე თავდაპირველად დაგეგმილზე მეტი აქციის გაყიდვას აპირებს და დაახლოებით 2.1 მილიარდი დოლარის მიღებას გეგმავს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე