Dangote ბირჟაზე გასვლით $2.1 მილიარდის მიღებას გეგმავს

ნიგერიული Dangote Refinery ბირჟაზე გასაყიდი აქციების რაოდენობას ზრდის და დაახლოებით 2.1 მილიარდი დოლარის მიღებას გეგმავს.
გადაწყვეტილება ინვესტორების მაღალი ინტერესის გამო მიიღეს. შეთავაზებულ აქციებზე მოთხოვნა თითქმის სამჯერ მეტი აღმოჩნდა და შეკვეთების ღირებულებამ დაახლოებით 4.5 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამის გამო Dangote-მ გასაყიდი აქციების რაოდენობა 30%-მდე გაზარდა.
კომპანია 4.1 მილიარდი აქციის გაყიდვას აპირებდა, თუმცა მაღალი მოთხოვნის გამო რაოდენობა შესაძლოა 5.33 მილიარდამდე გაზარდოს. ადგილობრივი ინვესტორების მოთხოვნა თითქმის სრულად დაკმაყოფილდება, უცხოელ ინვესტორებს კი მოთხოვნილზე ნაკლები აქცია ერგებათ.
Dangote Refinery-ის აქციებით ნიგერიის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა ნოემბრის ბოლოს უნდა დაიწყოს. ამის შემდეგ კომპანიის მთავარი მფლობელი ალიკო დანგოტე დაახლოებით 83.5%-იან წილს შეინარჩუნებს.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.





