გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

ჩინეთის DUV ტექნოლოგიის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ჩიპების სექტორის აქციებზე იმოქმედა

მარიამ ქადარია28 ივლისი, 20261 წთ კითხვა
ჩინეთის DUV ტექნოლოგიის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ჩიპების სექტორის აქციებზე იმოქმედა

ნახევარგამტარების წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიების აქციები ორშაბათს შემცირდა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შანხაიში დაფუძნებულმა კომპანიამ ადგილობრივი წარმოების DUV ლითოგრაფიული აპარატების მასობრივი წარმოება დაიწყო.

DUV, ანუ ღრმა ულტრაიისფერი ლითოგრაფიის აპარატები, ჩიპების წარმოების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინური კომპანია მიმდინარე წელს ხუთი, ხოლო მომავალ წელს 20 ასეთი აპარატის წარმოებას გეგმავს. მათი მომხმარებლები SMIC, CXMT და Hua Hong იქნებიან.

აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა მაშინ, როდესაც აშშ-ის კონგრესი MATCH Act-ის მიღებას განიხილავს. კანონპროექტი ჩინეთისთვის მსგავსი მოწყობილობების მიყიდვასა და ტექნიკურ მომსახურებაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. თუ ჩინეთი საჭირო აპარატების ადგილობრივ წარმოებას შეძლებს, ამერიკული შეზღუდვების გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდება.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ASML-ის, Applied Materials-ის, Lam Research-ისა და KLA-ის აქციების ღირებულება ვაჭრობის განმავლობაში დაახლოებით 7%-ით შემცირდა. ASML-ის აქციები დაახლოებით 5.7%-ით, Applied Materials-ის 4%-ით, Lam Research-ის 4.5%-ით, ხოლო KLA-ის 3%-ით იყო შემცირებული.

უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების შეფასებით, რეაქცია გადაჭარბებული იყო. მათი განმარტებით, რამდენიმე აპარატის წარმოება ჯერ არ ნიშნავს, რომ ჩინური კომპანიები ASML-ის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს გაუტოლდნენ. თანამედროვე ჩიპების მასობრივი წარმოებისთვის მხოლოდ აპარატის შექმნა საკმარისი არ არის. აუცილებელია, რომ ის დიდი მოცულობით მუშაობისას ზუსტი, სწრაფი და საიმედო იყოს, რაც ჩინურ მწარმოებლებს ჯერ კიდევ არ დაუდასტურებიათ.

წყარო:Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

MINISO-მ კვარტალური მოგებისა და შემოსავლის პროგნოზებს გადააჭარბა

საცალო ვაჭრობის კომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 14.3%-ით გაზარდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი MINISO-ს ბრენდი იყო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

Disney-ის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა

გასულ კვარტალში გასართობი გიგანტის როგორც სტრიმინგის, ისე გასართობი პარკებისა და სპორტული მიმართულებების შედეგები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 2027 წლის ბოლომდე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება

ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისია ეკონომიკურ ზრდას 1.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, სახელმწიფო დეფიციტი კი 3%-იან ზღვარს გადააჭარბებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე