ჩინეთის ექსპორტმა იმპორტს $1 ტრილიონზე მეტით გადააჭარბა

ჩინეთის ექსპორტმა წლის პირველ ათ თვეში იმპორტს 1.04 ტრილიონი დოლარით გადააჭარბა. ქვეყანამ ამ ნიშნულს ზედიზედ მეორე წელს მიაღწია, წელს კი ერთი თვით ადრე.
ოქტომბერში ექსპორტი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 35.2%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით სწრაფად მოიმატა ნახევარგამტარებისა და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქციის გაყიდვებმა.
იმპორტიც 41.6%-ით გაიზარდა. ექსპორტი ჩინეთის ეკონომიკას ეხმარება იმ პერიოდში, როცა ქვეყანაში მოთხოვნა სუსტია და უძრავი ქონების სექტორში პრობლემები გრძელდება.
ამავე დროს, ჩინური პროდუქციის სწრაფი ზრდა უცხოურ ბაზრებზე აშშ-სა და ევროკავშირთან სავაჭრო უთანხმოებას კიდევ უფრო ამწვავებს.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.






