გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

ჩინეთმა Alibaba-სა და ByteDance-ს შესაძლოა Nvidia-ს ახალი ჩიპების შეძენის უფლება მისცეს

მარიამ ქადარია28 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
ჩინეთმა Alibaba-სა და ByteDance-ს შესაძლოა Nvidia-ს ახალი ჩიპების შეძენის უფლება მისცეს

ჩინეთი განიხილავს, დაუშვას თუ არა Alibaba-ს, ByteDance-სა და სხვა ადგილობრივი კომპანიებისთვის Nvidia-ს ახალი ჩიპების შეძენა.

ჩინეთის მრეწველობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრომ კომპანიებს Nvidia-ს RTX PRO 5500 ჩიპების შესყიდვის გეგმების წარდგენა სთხოვა. არსებული ინფორმაციით, უწყებამ ზოგიერთ კომპანიას უკვე მიანიშნა, რომ მათი შეკვეთების დამტკიცებას გეგმავს.

RTX PRO 5500 მაღალი კლასის პროფესიული კომპიუტერებისთვის შექმნილი ჩიპია. ინდუსტრიის წარმომადგენლები ელოდებიან, რომ პროდუქტი აშშ-ის საექსპორტო შეზღუდვებში არ მოხვდება. ეს ჩინურ კომპანიებს Nvidia-ს ტექნოლოგიაზე წვდომას გაუადვილებდა.

Nvidia აცხადებს, რომ ამერიკულ კომპანიებს ერთდროულად აშშ-ის ძველი საექსპორტო წესები და ჩინეთის მიერ ამერიკულ პროდუქტებზე დაწესებული შეზღუდვები აფერხებს.

Alibaba-სა და ByteDance-ს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ, ჩინეთის ხელისუფლებას კი კომენტარი არ გაუკეთებია.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

AI ტექნოლოგია12 ნოე. 20262 წთ კითხვა

Goldman Sachs: AI-ზე დანახარჯები 2027 წლის ბოლოსთვის $1.4 ტრილიონს მიაღწევს

საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტი 2027 წელს აშშ-ში ბიზნესინვესტიციების ზრდის მთავარი მამოძრავებელი იქნება. AI-სთან დაკავშირებული ხარჯები ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 4%-ის ეკვივალენტური გახდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო12 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები რეკორდულ ნიშნულზე ავიდა - ტექნოლოგიურ სექტორში ვარდნამ ზრდა ვერ შეაჩერა

STOXX 600-ის ინდექსი 0.4%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ევროპულ ბაზრებს კორპორაციული ანგარიშგების ძლიერი სეზონი და ტექნოლოგიურ გიგანტებზე შედარებით დაბალი დამოკიდებულება დაეხმარა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო12 ნოე. 20261 წთ კითხვა

Western Union-მა $500-მილიონიანი გარიგება გააუქმა

ფულადი გზავნილების კომპანია Western Union-მა კონკურენტი International Money Express-ის, იგივე Intermex-ის, დაახლოებით 500 მილიონ დოლარად შეძენის შეთანხმება გააუქმა. მიზეზი კალიფორნიის მარეგულირებლის მიერ დაწესებული პირობებია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე