გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

ჩინეთმა SoftBank-ის მიერ ABB-ის რობოტიკის ბიზნესის შეძენა შეაჩერა

მარიამ ქადარია6 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
ჩინეთმა SoftBank-ის მიერ ABB-ის რობოტიკის ბიზნესის შეძენა შეაჩერა

ჩინეთმა SoftBank-ის მიერ ABB-ის რობოტიკის ბიზნესის 5.4 მილიარდ დოლარად შეძენა შეაჩერა. კომპანიები ჩინეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აგრძელებენ და ცდილობენ, გარიგება საბოლოოდ არ ჩაიშალოს.

Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლება რობოტიკის სფეროში შეგროვებული მონაცემების აშშ-ში შესაძლო გადაცემის რისკს ხედავს. ყურადღების ცენტრშია SoftBank-ის თანამშრომლობაც დასავლურ ტექნოლოგიურ კომპანიებთან, მათ შორის OpenAI-სთან.

ჩინეთი ABB-ის რობოტიკის ბიზნესისთვის ყველაზე დიდი ბაზარია და გაყიდვების დაახლოებით 30% სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის. შანხაიში მდებარეობს კომპანიის მთავარი ოფისი, კვლევითი ცენტრი და საწარმო. ეს წელს ჩინეთის მიერ შეჩერებული მეორე მსხვილი ტექნოლოგიური გარიგებაა.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპული საფონდო ბაზრები დაეცა - STOXX 600-მა კვირის განმავლობაში მიღებული ზრდა დაკარგა

ევროპული STOXX 600 პარასკევს 1.6%-ით დაეცა და მიმდინარე კვირის ზრდა სრულად დაკარგა. გლობალურ ბაზრებზე AI სექტორთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ ტექნოლოგიურ და სხვა სექტორებზე ზეწოლა გააძლიერა, ხოლო Teleperformance-ის აქციები შემოსავლების პროგნოზის შემცირების შემდეგ 18%-ით გაუფასურდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20261 წთ კითხვა

Wendy’s-მა $1.4-მილიარდიანი შეთავაზება უარყო

Wendy’s-მა ნელსონ პელცის Trian Fund Management-ისა და მისი პარტნიორების 1.4-მილიარდიანი შეთავაზება უარყო. ჯგუფს სწრაფი კვების ქსელის სრულად შეძენა სურდა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20261 წთ კითხვა

Commerzbank-ი UniCredit-თან გაერთიანებას აღარ გამორიცხავს

Commerzbank-ი UniCredit-თან გაერთიანებას უკვე აღარ გამორიცხავს. გერმანული ბანკი აქამდე გარიგებას ეწინააღმდეგებოდა, ახლა კი მიიჩნევს, რომ შეთანხმება მისი აქციონერებისთვის შეიძლება მომგებიანი იყოს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე