გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ჩინეთში ელექტროენერგიის წარმოებაში ქვანახშირის წილი პირველად 50%-ზე დაბალია

მარიამ ქადარია31 ივლისი, 20261 წთ კითხვა
ჩინეთში ელექტროენერგიის წარმოებაში ქვანახშირის წილი პირველად 50%-ზე დაბალია

ჩინეთში ელექტროენერგიის წარმოებაში ქვანახშირის წილი პირველად 50%-ზე ნაკლებია. 2026 წლის პირველ ნახევარში ამ მაჩვენებელმა 49.7% შეადგინა, რაც განახლებადი ენერგიის სწრაფ ზრდას უკავშირდება.

ქვეყნის ენერგეტიკის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2016 წელს ქვანახშირზე ჩინეთის ელექტროენერგიის 65.5% მოდიოდა. ამავე პერიოდში განახლებადი ენერგიის წილი 41.2%-მდე გაიზარდა და პირველად გადააჭარბა 40%-ს.

ქარისა და მზის ენერგიაზე ელექტროენერგიის წარმოების 24.6% მოდიოდა, მაშინ როდესაც 2020 წელს მათი წილი მხოლოდ 9.7% იყო. დანარჩენი ელექტროენერგია ძირითადად ბუნებრივი აირისა და ატომური ენერგიისგან მიიღება.

მიუხედავად ამისა, ვარაუდობენ, რომ ქვანახშირის საერთო მოხმარება წელს მაინც შეიძლება გაიზარდოს. მიზეზი ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდაა, რასაც ელექტრომობილების გავრცელება, ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების მშენებლობა და ექსპორტის გაფართოება უწყობს ხელს.

ჩინეთი კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვანახშირზე. შედარებისთვის, 2025 წელს აშშ-ში ქვანახშირზე ელექტროენერგიის წარმოების 17% მოდიოდა, ბუნებრივ აირზე კი 41%. ინდოეთში ქვანახშირისა და ლიგნიტის წილი გასულ წელს 69% იყო.

გასულ წელს ჩინეთში ქვანახშირის იმპორტმა თითქმის 500 მილიონი ტონა შეადგინა, ხოლო შიდა წარმოებამ 4.83 მილიარდ ტონას მიაღწია. იმპორტზე მოთხოვნის შემცირებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ჩინეთის მთავარ მომწოდებლებზე, მათ შორის ინდონეზიაზე, მონღოლეთზე, ავსტრალიასა და რუსეთზე.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

MINISO-მ კვარტალური მოგებისა და შემოსავლის პროგნოზებს გადააჭარბა

საცალო ვაჭრობის კომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 14.3%-ით გაზარდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი MINISO-ს ბრენდი იყო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

Disney-ის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა

გასულ კვარტალში გასართობი გიგანტის როგორც სტრიმინგის, ისე გასართობი პარკებისა და სპორტული მიმართულებების შედეგები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 2027 წლის ბოლომდე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება

ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისია ეკონომიკურ ზრდას 1.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, სახელმწიფო დეფიციტი კი 3%-იან ზღვარს გადააჭარბებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე