გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

DeepSeek შიდა მონღოლეთში მონაცემთა ცენტრს ააშენებს

მარიამ ქადარია31 ივლისი, 20261 წთ კითხვა
DeepSeek შიდა მონღოლეთში მონაცემთა ცენტრს ააშენებს

ჩინური ხელოვნური ინტელექტის კომპანია DeepSeek მონღოლეთის შიდა ავტონომიურ რეგიონში ერთგიგავატიანი მონაცემთა ცენტრის მშენებლობას გეგმავს. Bloomberg-ის ინფორმაციით, პროექტი კომპანიას სილიკონის ველის წამყვან ხელოვნური ინტელექტის მოდელებთან კონკურენციაში დაეხმარება.

ობიექტი ქალაქ ულანქაბში, პეკინიდან დაახლოებით 350 კილომეტრში განთავსდება. DeepSeek საკუთარი ინფრასტრუქტურის აშენებასთან ერთად, დამატებითი სიმძლავრის სხვა კომპანიებისგან იჯარით აღებასაც გეგმავს.

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაცემული ნებართვების მიხედვით, ულანქაბში მონაცემთა ცენტრების პროექტებზე ათზე მეტი კომპანია მუშაობს. DeepSeek-ს სურს, ობიექტის ნაწილი 2027 წლის ბოლომდე ან 2028 წლის დასაწყისში აამოქმედოს.

ჯერ უცნობია, რომელ ჩიპებს გამოიყენებს კომპანია. ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრებში ძირითადად Nvidia-ს პროცესორებია გავრცელებული, თუმცა ჩინეთში ამ მიმართულებით Huawei-ს პოზიციებიც ძლიერდება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

 Google-მა Gemini 4 Carbon წარადგინა - ახალი AI მოდელი კიბერუსაფრთხოებასა და რთულ პროგრამულ ამოცანებზეა ორიენტირებული
AI ტექნოლოგია29 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Google-მა Gemini 4 Carbon წარადგინა - ახალი AI მოდელი კიბერუსაფრთხოებასა და რთულ პროგრამულ ამოცანებზეა ორიენტირებული

Google-მა Gemini 4 Carbon წარადგინა - AI მოდელი, რომელიც პროგრამირებაში, კიბერუსაფრთხოებასა და მრავალეტაპიანი საინჟინრო ამოცანების შესრულებაში გაუმჯობესებული შესაძლებლობებით გამოირჩევა. მოდელი თავდაპირველად კიბერუსაფრთხოების შერჩეულ სპეციალისტებს მიეწოდება, მოგვიანებით კი დეველოპერებისა და ფართო მომხმარებლებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
tk accelis-მა გერმანიის ბირჟაზე ვაჭრობა დაიწყო
საფონდო29 ოქტ. 20261 წთ კითხვა

tk accelis-მა გერმანიის ბირჟაზე ვაჭრობა დაიწყო

Thyssenkrupp-ის შვილობილი კომპანია tk accelis გერმანიის საფონდო ბირჟაზე გავიდა. ეს 2026 წელს გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბირჟაზე გასვლაა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ვენესუელური ნავთობის პირველი ტვირთი ტეხასში ჩავიდა
მაკრო29 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ვენესუელური ნავთობის პირველი ტვირთი ტეხასში ჩავიდა

აშშ-სა და NABEP-ს შორის შეთანხმების ფარგლებში ვენესუელური ნავთობის პირველი ტვირთი ტეხასში ჩავიდა. საუბარია ერთ მილიონ ბარელ მძიმე ნავთობზე, რომელსაც აშშ-ის მთავრობა Exxon Mobil-სა და Citgo-ს ქარხნებს მიჰყიდის.

მარიამ ქადარიაწაიკითხე