გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Diamondback Energy Double Eagle-ის აქტივების შეძენას გეგმავს

ნუცა ტყეშელაშვილი16 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
Diamondback Energy Double Eagle-ის აქტივების შეძენას გეგმავს

ამერიკული ენერგოკომპანია Diamondback Energy ტეხასური ნავთობმომპოვებელი კომპანიის, Double Eagle-ის აქტივების დაახლოებით 5 მილიარდ დოლარად შეძენასთან ახლოსაა. ამის შესახებ Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გარიგება Double Eagle V-ის შეძენას გულისხმობს. აღნიშნულ კომპანიას კერძო საინვესტიციო ფირმა EnCap Investments უჭერს მხარს. გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმება შესაძლოა, მომდევნო კვირაში გამოცხადდეს და როგორც ნაღდი ფულით, ისე აქციებით ანგარიშსწორებას მოიცავდეს.

Diamondback Energy-ს, Double Eagle-სა და EnCap Investments-ს ინფორმაციის კომენტირების თხოვნაზე ჯერჯერობით პასუხი არ გაუციათ.

პოტენციური შენაძენი Diamondback-ის მიერ გასულ კვირას გამოცხადებულ კიდევ ერთ შეთანხმებას მოჰყვება. კომპანიამ კერძო საინვესტიციო ფირმა KKR-თან მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც Permian-ის აუზში მოქმედი წყლის ინფრასტრუქტურის კომპანია Deep Blue Midland Basin-ის 70%-იან წილს შეიძენს.

ტეხასის შტატის ქალაქ მიდლენდში დაფუძნებული Diamondback Energy Permian-ის აუზში, რომელიც დასავლეთ ტეხასსა და ნიუ-მექსიკოს მოიცავს, პოზიციების გაძლიერებას განაგრძობს. 2024 წელს კომპანიამ კონკურენტი Endeavor Energy Partners 26 მილიარდ დოლარად შეიძინა, რის შედეგადაც რეგიონში ნავთობის მოპოვების მოცულობით მესამე უმსხვილესი მწარმოებელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ Diamondback-მა Double Eagle-ის გარკვეული აქტივები ჯერ კიდევ 2025 წლის თებერვალში შეიძინა. მაშინ გარიგების ღირებულებამ ნაღდი ფულისა და აქციების სახით 4.08 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო16 ნოე. 20262 წთ კითხვა

განვითარებადი ბაზრების აქციები 2027 წელს 15%-იან შემოსავალს მოიტანს

განვითარებადი ბაზრების აქციების შეფასებები გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე სწრაფად შემცირდა, მაშინ როცა კომპანიების მოგების მოლოდინები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ში ფრენების შეფერხება მესამე დღეა გრძელდება

კვირას 5 200-ზე მეტი რეისი გაუქმდა ან გადაიდო. ტრანსპორტის მდივანი ფრენების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას ორშაბათისთვის პროგნოზირებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20261 წთ კითხვა

ფედერალური რეზერვი ინფლაციის წინააღმდეგ ზომებს განიხილავს

კანზას სიტის FED-ის პრეზიდენტის განცხადებით, ინფლაცია 2%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება და არასწორი მიმართულებით მოძრაობს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე