Dubai Islamic Bank-ი Emirates Islamic-ს $8.5 მილიარდად შეიძენს

Dubai Islamic Bank-მა Emirates Islamic Bank-ის შეძენაზე შეთანხმება გააფორმა. გარიგების ღირებულება დაახლოებით 8.5 მილიარდი დოლარია.
Dubai Islamic Bank-ი შესყიდვისთვის ფულს არ გადაიხდის. სანაცვლოდ, Emirates Islamic-ის მფლობელ Emirates NBD-ს 3.48 მილიარდ ახალ აქციას გადასცემს, რის შედეგადაც Emirates NBD გაერთიანებული ბანკის 32.5%-ს მიიღებს.
გაერთიანების შემდეგ ახალი საბანკო ჯგუფი დაახლოებით 159 მილიარდი დოლარის აქტივებს გააკონტროლებს. ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უდიდესი ისლამური ბანკი გახდება, ხოლო ბირჟაზე წარმოდგენილ ისლამურ ბანკებს შორის მსოფლიოში მეორე ადგილს დაიკავებს.
Dubai Islamic Bank-ი ძირითადად ბიზნესკლიენტებს ემსახურება, Emirates Islamic-ის შეძენით კი ინდივიდუალური მომხმარებლების მომსახურებასაც გააფართოებს.
გარიგებას ორივე ბანკის ხელმძღვანელობამ უკვე დაუჭირა მხარი. ახლა საჭიროა აქციონერებისა და მარეგულირებელი ორგანოების თანხმობა.
წყარო: Yahoo Finance
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.






