გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

სამხრეთ კორეამ საპროცენტო განაკვეთი 3.25%-მდე გაზარდა

მარიამ ქადარია27 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
სამხრეთ კორეამ საპროცენტო განაკვეთი 3.25%-მდე გაზარდა

სამხრეთ კორეის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 3%-დან 3.25%-მდე გაზარდა. ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბანკმა განაკვეთი სამთვიანი პაუზის შემდეგ გაზარდა. გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შვიდი წევრიდან ხუთმა დაუჭირა მხარი. წელს ეს უკვე მესამე მატებაა.

ცენტრალურმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც გააუმჯობესა. ბანკი წელს ეკონომიკის 3.9%-იან ზრდას ელოდება, წინა პროგნოზი კი 3.3% იყო. 2027 წლის პროგნოზი 2.9%-დან 4.1%-მდე გაიზარდა. თუ პროგნოზი გამართლდება, ეს ბოლო ექვსი წლის საუკეთესო შედეგი იქნება.

სამხრეთ კორეის ეკონომიკის ზრდას ძირითადად ნახევარგამტარებზე მაღალი საერთაშორისო მოთხოვნა განაპირობებს, თუმცა ინფლაცია და უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ვითარება ცენტრალური ბანკისთვის კვლავ პრობლემად რჩება.

ანალიტიკოსების ნაწილი განაკვეთის კიდევ ერთხელ გაზრდას 2027 წლის პირველ კვარტალში ელოდება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო27 ნოე. 20261 წთ კითხვა

Dubai Islamic Bank-ი Emirates Islamic-ს $8.5 მილიარდად შეიძენს

Dubai Islamic Bank-მა Emirates Islamic Bank-ის შეძენაზე შეთანხმება გააფორმა. გარიგების ღირებულება დაახლოებით 8.5 მილიარდი დოლარია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ოქროს ფასი იცვლება - ინფლაციის ზრდა განაკვეთის მატების მოლოდინს ზრდის

სპოტ ოქრო დოლარის გამყარების ფონზე მცირედ გაიაფდა, მაშინ როცა ოქროს ფიუჩერსები გაიზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპული საფონდო ბირჟები მკვეთრად გაიზარდა

STOXX 600 დილის ვაჭრობაში 1.3%-ით გაიზარდა. ინვესტორების განწყობა გააუმჯობესა აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ახალმა დეტალებმ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე