გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

EnQuest ჩრდილოეთის ზღვაში აქტივებს $960 მილიონად ყიდის

მარიამ ქადარია19 ნოემბერი, 20265 წთ კითხვა
EnQuest ჩრდილოეთის ზღვაში აქტივებს $960 მილიონად ყიდის

ბრიტანული EnQuest ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობისა და გაზის აქტივებს NEO NEXT+-ს 960 მილიონ დოლარამდე მიჰყიდის.

გარიგების დასრულებისას EnQuest 840 მილიონ დოლარს მიიღებს. კიდევ 120 მილიონამდე თანხა ნავთობის ფასსა და ბრიტანეთში ენერგეტიკული კომპანიებისთვის დაწესებული დამატებითი გადასახადის შესაძლო ცვლილებაზე იქნება დამოკიდებული.

NEO NEXT+ გადაიბარებს Magnus-ის, Kraken-ისა და Golden Eagle-ის საბადოებს, რამდენიმე სხვა პროექტს და Sullom Voe-ს ტერმინალში EnQuest-ის წილს.

გაყიდვის შემდეგ EnQuest ძირითად ყურადღებას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე გადაიტანს. კომპანიამ მალაიზიაში ნავთობისა და გაზის ოთხ პროექტში წილები უკვე შეიძინა. მიღებული თანხის ნაწილს კი ამ გარიგებისთვის აღებული ვალის დასაფარად გამოიყენებს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო19 ნოე. 20261 წთ კითხვა

Tesla ჩინეთში წარმოების ზრდას გეგმავს

ილონ მასკმა შენჟენში ჩინეთის სავაჭრო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. შანხაის ქარხანამ მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრამდე 810 889 ავტომობილი გამოუშვა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო19 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის კონგრესი Microsoft-ისა და ByteDance-ის გარიგებით დაინტერესდა

ჩინეთის საკითხებზე მომუშავე წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა Microsoft-ს განმარტებების წარდგენა მოსთხოვა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო19 ნოე. 20262 წთ კითხვა

დოლარი აპრილის შემდეგ უმაღლეს ნიშნულზე გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკის მდგრადმა მონაცემებმა და Fed-ის მკაცრმა რიტორიკამ დოლარის ზედიზედ მეშვიდე სავაჭრო სესიით გამყარებას შეუწყო ხელი.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე