გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Evonik-მა BASF-ის $11.7-მილიარდიანი შეთავაზება უარყო

მარიამ ქადარია29 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
Evonik-მა BASF-ის $11.7-მილიარდიანი შეთავაზება უარყო

გერმანულმა Evonik-მა BASF-ის 10.3 მილიარდი ევროს, დაახლოებით 11.7 მილიარდი დოლარის შეთავაზება უარყო. BASF Evonik-ის თითო აქციაში დაახლოებით 22.15 ევროს იხდიდა. მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე Evonik-ის აქცია 18.07 ევრო ღირდა, ორშაბათის ბოლოს კი მისი ფასი 19.84 ევრო იყო.

ცნობისთვის, Evonik სპეციალურ პლასტმასებს, ცხოველთა საკვების დანამატებსა და საღებავებისა და საყოფაცხოვრებო პროდუქციისთვის საჭირო ინგრედიენტებს აწარმოებს.

Evonik-ის შეძენა BASF-ს ხარჯების შემცირებაში, მომხმარებლებთან უშუალო კავშირის გაძლიერებასა და ევროპის ბაზარზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარებოდა.

Evonik-ის შეძენით BASF გლობალურ ბაზარზე საკუთარ პოზიციებსაც გაიმყარებდა. გასულ წელს BASF-ის შემოსავალმა 59.7 მილიარდ ევროს მიაღწია და თითქმის გაუტოლდა Sinopec-ის ქიმიური ბიზნესის მაჩვენებელს.

ჯერ უცნობია, გააგრძელებს თუ არა BASF მოლაპარაკებებს ან გაზრდის თუ არა შეთავაზებულ ფასს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები დაეცა - ინვესტორები Fed-ის მკაცრი პოლიტიკის მოლოდინს აფასებენ

STOXX 600-ის ინდექსმა ოთხდღიანი ზრდის სერია შეწყვიტა და რეკორდული ნიშნულიდან მცირედით დაიხია. მიუხედავად ამისა, ევროპული ბაზარი ივნისის შემდეგ საუკეთესო კვირის დასრულებას უახლოვდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია13 ნოე. 20262 წთ კითხვა

Bernstein: Apple AI აქციებისგან თავის არიდებული ინვესტორებისთვის უსაფრთხო აქტივად იქცა

ანალიტიკოსების შეფასებით, Apple-ის რეკორდულად მაღალი საბაზრო შეფასება გამართლებულია კომპანიის მომხმარებელთა ერთგულებით, სტაბილური ფულადი ნაკადებითა და AI ინფრასტრუქტურაზე შედარებით დაბალი დანახარჯებით.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო13 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროპის ცენტრალური ბანკი დეკემბერში განაკვეთის გაზრდას განიხილავს

ევროპის ცენტრალური ბანკი დეკემბერში საპროცენტო განაკვეთს სავარაუდოდ 0.25 პროცენტული პუნქტით გაზრდის. ეკონომისტები ელიან, რომ სადეპოზიტო განაკვეთი 2.75%-მდე აიწევს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე