გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის შენარჩუნებას განიხილავს

მარიამ ქადარია1 ივნისი, 20262 წთ კითხვა
ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის შენარჩუნებას განიხილავს

ევროკავშირი რუსულ ნავთობზე მოქმედი ფასის ლიმიტის დროებით შენარჩუნებას განიხილავს. მიზეზი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტია, რომელმაც ენერგეტიკულ ბაზარზე გაურკვევლობა გაზარდა.

მოქმედი წესით, რუსულ ნავთობზე დაწესებული ფასის ლიმიტი ყოველ ექვს თვეში ერთხელ ახლდება და Urals-ის საშუალო საბაზრო ფასზე 15 პროცენტით დაბალ ნიშნულზე დგინდება. ამჟამად ეს ლიმიტი ერთ ბარელზე 44.10 დოლარია. თუ რუსული ნავთობი ამ ფასზე ძვირად იყიდება, ევროპულ კომპანიებს ეკრძალებათ მის ტრანსპორტირებასა და დაზღვევაში მონაწილეობა. ზაფხულში ლიმიტის ახალი მაჩვენებელი უნდა განისაზღვროს, თუმცა ევროკავშირში ამჟამად განიხილავენ, დარჩეს თუ არა ის დროებით უცვლელი. დიპლომატების განხილვაშია რამდენიმე ვარიანტი: არსებული ფასის შენარჩუნება, წლის ბოლომდე ავტომატური ცვლილების შეჩერება ან ლიმიტის 60 დოლარამდე გაზრდა, რათა ის G7-ის წესებთან უფრო ახლოს იყოს. საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტში უნდა შევიდეს, რომლის დამტკიცებასაც ევროკავშირი ივნისის დასაწყისში გეგმავს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო27 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასი სამკვირიანი კლების შემდეგ იზრდება

ჰორმუზის სრუტეში ტანკერებზე თავდასხმებმა და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებმა ახლო აღმოსავლეთიდან მიწოდების შეფერხების რისკი გააძლიერა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო27 ნოე. 20261 წთ კითხვა

გერმანიაში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება, უმუშევრობა კი იზრდება

2026 წლის ოქტომბერში ქვეყანაში დაახლოებით 45.69 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული - წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 0.5%-ით შემცირდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
კრიპტო27 ნოე. 20262 წთ კითხვა

ბიტკოინი შვიდკვირიანი ვარდნის შემდეგ პირველად გაიზარდა

კრიპტოვალუტის ფასი კვირის განმავლობაში 2.2%-ით მოიმატა და $61,400-ს გადააჭარბა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე