გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ევროკავშირმა ენერგოეფექტურობით €120 მილიარდი დაზოგა

მარიამ ქადარია24 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
ევროკავშირმა ენერგოეფექტურობით €120 მილიარდი დაზოგა

ევროკომისიის მონაცემებით, ენერგიის მოხმარების შემცირებისა და უფრო ეფექტური ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად, 2022 წლის თებერვლიდან 2026 წლის შუა პერიოდამდე ევროკავშირმა გაზისა და ნავთობის იმპორტზე დაახლოებით 120 მილიარდი ევრო დაზოგა.

დანაზოგის დიდი ნაწილი იმ ზომების შედეგია, რომლებიც ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2015-2021 წლებში მიიღო. მათ შორისაა შენობებში ენერგიის მოხმარების შემცირება, ტექნიკისთვის უფრო მკაცრი მოთხოვნების დაწესება და განახლებადი ენერგიის უფრო ფართოდ გამოყენება.

ევროკავშირი ახლა ელექტროენერგიის გამოყენების მნიშვნელოვნად გაზრდასაც გეგმავს. 2040 წლისთვის ელექტროენერგიაზე საბოლოო ენერგომოხმარების 46% უნდა მოდიოდეს, დღეს კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 23%-ია. ამისთვის გათბობასა და სხვა სფეროებში წიაღისეულ საწვავზე მომუშავე მოწყობილობები თანდათან ელექტრულმა ტექნოლოგიებმა უნდა ჩაანაცვლოს. ევროკომისიის მონაცემებით, 2005-2024 წლებში ენერგოეფექტურობის ზომებით დაზოგილი ენერგია დაახლოებით იმდენივე იყო, რამდენიც იტალიამ და ბელგიამ 2024 წელს ერთად მოიხმარეს.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო24 ნოე. 20262 წთ კითხვა

Volkswagen-ში სამუშაო პირობების შესახებ მოლაპარაკებები იწყება

კომპანია გერმანიაში ხარჯების შემცირებასა და სამუშაო ადგილების გაუქმებას გეგმავს, რასაც პროფკავშირების პროტესტი და შესაძლო გაფიცვები მოჰყვა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო24 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროკავშირი და ინდონეზია ტარიფების შემცირებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირმა და ინდონეზიამ ათ წელზე მეტხნიანი მოლაპარაკებების შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო24 ნოე. 20261 წთ კითხვა

ConocoPhillips-ი ნორვეგიულ ბიზნესს $4.4 მილიარდად ყიდის

ConocoPhillips ნორვეგიაში ნავთობისა და გაზის ბიზნესს Vår Energi-ს 4.43 მილიარდ დოლარად მიჰყიდის.

მარიამ ქადარიაწაიკითხე