გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

ევროკავშირში ჩინურ ამანათებზე გადასახადი დაწესდა

მარიამ ქადარია1 ივლისი, 20261 წთ კითხვა
ევროკავშირში ჩინურ ამანათებზე გადასახადი დაწესდა

ევროკავშირში ჩინური ონლაინ პლატფორმებიდან გამოწერილი ამანათები გაძვირდება. ახალი წესით, Shein-იდან, Temu-დან და AliExpress-იდან გაგზავნილ დაბალფასიან ამანათებზე დამატებითი გადასახადი დაწესდება.

ევროკავშირმა გადაწყვიტა, დაბალფასიან ამანათებზე, რომლებიც აქამდე საბაჟო გადასახადისგან თავისუფლდებოდა, 3-ევროიანი მოსაკრებელი დააწესოს. ცვლილება ძირითადად ჩინურ ონლაინ პლატფორმებს შეეხება, საიდანაც ევროპაში დიდი რაოდენობით იაფი პროდუქცია შედის.

გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ამანათების მკვეთრი ზრდაა. ევროკავშირში უბაჟოდ შესული გზავნილების რაოდენობა 2022 წელს 1.4 მილიარდი იყო, 2025 წელს კი 5.8 მილიარდამდე გაიზარდა. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ძველი შეღავათი მასობრივად გამოიყენებოდა და ევროპულ კომპანიებს არათანაბარ პირობებში აყენებდა.

ახალი წესით, 3 ევრო დაერიცხება ამანათში შემავალ თითოეულ საბაჟო კატეგორიას. მაგალითად, თუ ერთ ამანათში სამი სხვადასხვა ტიპის ნივთია, გადასახადი 9 ევრო იქნება. სპეციალისტების შეფასებით, ეს პროდუქციის ფასზეც აისახება, რადგან ონლაინ პლატფორმები დამატებითი ხარჯის ნაწილს, სავარაუდოდ, მომხმარებლებზე გადაიტანენ.

ონლაინ მაღაზიები ცვლილებებისთვის უკვე ემზადებიან. Shein ევროპაში საწყობებს აფართოებს, რათა პროდუქცია დიდი პარტიებით შეიტანოს და ხარჯები შეამციროს. AliExpress კი მომხმარებლებს წინასწარ აჩვენებს, შედის თუ არა ნივთის ფასში საბაჟო გადასახადი. 3-ევროიანი მოსაკრებელი დროებითი ზომაა და 2028 წლიდან უფრო დეტალური სატარიფო წესებით შეიცვლება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონის ობლიგაციების შემოსავლიანობა მრავალკვირიან მაქსიმუმზე გაიზარდა - Fed-ის მკაცრმა რიტორიკამ ბაზრები შეარყია

აშშ-ში ინფლაციის მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებლისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მკაცრი განცხადებების ფონზე, გლობალურ ობლიგაციების ბაზარზე გაყიდვები გააქტიურდა. გერმანიის 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობამ 3.357%-ს მიაღწია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები დაეცა - ინვესტორები Fed-ის მკაცრი პოლიტიკის მოლოდინს აფასებენ

STOXX 600-ის ინდექსმა ოთხდღიანი ზრდის სერია შეწყვიტა და რეკორდული ნიშნულიდან მცირედით დაიხია. მიუხედავად ამისა, ევროპული ბაზარი ივნისის შემდეგ საუკეთესო კვირის დასრულებას უახლოვდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია13 ნოე. 20262 წთ კითხვა

Bernstein: Apple AI აქციებისგან თავის არიდებული ინვესტორებისთვის უსაფრთხო აქტივად იქცა

ანალიტიკოსების შეფასებით, Apple-ის რეკორდულად მაღალი საბაზრო შეფასება გამართლებულია კომპანიის მომხმარებელთა ერთგულებით, სტაბილური ფულადი ნაკადებითა და AI ინფრასტრუქტურაზე შედარებით დაბალი დანახარჯებით.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე