ევროკომისიამ უკრაინის €45-მილიარდიანი სესხის გეგმა წარადგინა

ევროკომისიამ უკრაინისთვის 2027 წლის 45 მილიარდი ევროს სესხის გეგმა წარადგინა. ქვეყანას მომავალ წელს ბიუჯეტისა და სამხედრო საჭიროებებისთვის დაახლოებით 70 მილიარდი ევროს დამატებითი დაფინანსება სჭირდება.
გეგმის მიხედვით, 25 მილიარდ ევრომდე სამხედრო დახმარებაზე დაიხარჯება, 20 მილიარდამდე კი სახელმწიფო ბიუჯეტს მოხმარდება. თანხას ევროკავშირი საერთაშორისო ბაზრებზე სესხის აღებით მოიზიდავს.
უკრაინას ვალის დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ რუსეთი ომით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას გადაიხდის. დარჩენილი თანხის მოძიებაში კიევის სხვა საერთაშორისო პარტნიორების ჩართვაც იგეგმება.
გეგმას წევრი ქვეყნების თანხმობა სჭირდება. სამხედრო და საბიუჯეტო დახმარება ცალ-ცალკე ნაწილებადაა გამოყოფილი, ამიტომ ქვეყნებს, რომლებიც სამხედრო დახმარებას არ უჭერენ მხარს, მხოლოდ ბიუჯეტის დაფინანსებაში მონაწილეობა შეეძლებათ.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.





