ევროპის ცენტრალური ბანკი სავალდებულო რეზერვის გაზრდას განიხილავს

ევროპის ცენტრალური ბანკი კომერციული ბანკებისთვის სავალდებულო რეზერვის გაზრდას განიხილავს. ამჟამად ბანკებს დეპოზიტებისა და სხვა მოკლევადიანი ვალდებულებების 1%-ის ცენტრალურ ბანკში დატოვება ევალებათ, ეს მაჩვენებელი კი შესაძლოა 2%-მდე გაიზარდოს.
ბანკები სავალდებულო რეზერვზე პროცენტს არ იღებენ. მისი გაზრდა ევროპის ცენტრალურ ბანკს ხარჯებს შეუმცირებს. ამ გზით წლიურად დაახლოებით 4.4 მილიარდი ევროს დაზოგვა იქნება შესაძლებელი.
ევროზონის ბანკებს ცენტრალურ ბანკებში ამჟამად 2 ტრილიონ ევროზე მეტი აქვთ განთავსებული. ამ თანხაზე გადასახდელი პროცენტი ევროზონის ცენტრალურ ბანკებს წელიწადში დაახლოებით 52.2 მილიარდი ევრო უჯდებათ.
საკითხს 25 ნოემბერს განიხილავენ. საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა დეკემბრის სხდომამდე გადაიდოს.
წყარო: Investing.com
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.





