გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

ევროპული თავდაცვის კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

მარიამ ქადარია6 ივლისი, 20261 წთ კითხვა
ევროპული თავდაცვის კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

ევროპული თავდაცვის კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა. ბაზარზე დადებითი მოლოდინი ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან სამხედრო ხარჯების ზრდამ და ახალი შეკვეთების მოლოდინმა გააძლიერა.

აქციების ფასმა ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ თავდაცვის ინდუსტრია გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას უკვე ვეღარ ახერხებს.ყველაზე მეტად იტალიური Fincantieri-ის აქციები გაძვირდა, თითქმის 13%-ით. გაიზარდა Leonardo-ს, Saab-ის, Rheinmetall-ისა და Indra-ს აქციების ფასიც.

ნატოს სამიტის წინ მარკ რუტემ აღნიშნა, რომ ალიანსი ახალი დაპირებების ეტაპიდან უკვე მათ პრაქტიკაში განხორციელებაზე გადავიდა. გასულ წელს, აშშ-ის გარდა, ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვაზე 574 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით მეტია. მხოლოდ გერმანიამ სამხედრო ბიუჯეტი 24%-ით გაზარდა და 2029 წლისთვის მისი 180 მილიარდ დოლარამდე გაზრდა აქვს დაგეგმილი.

მიუხედავად მზარდი ინვესტიციებისა, თავდაცვის ინდუსტრია გამოწვევების წინაშე რჩება. საწარმოო შესაძლებლობები თითქმის სრულად დატვირთულია, ხოლო კვალიფიციური კადრების დეფიციტი წარმოების გაფართოებას აფერხებს. ამ ფონზე, ნატოში აშშ-ის ელჩმა ევროპულ კომპანიებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა, რათა გაზრდილი დაფინანსება რეალურად სამხედრო წარმოების გაფართოებას მოხმარდეს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ნატოს სამიტზე მთავარი ყურადღება დრონების წარმოებას, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერასა და წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვაზე მშპ-ის 5%-ის დახარჯვის გეგმას დაეთმობა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს
ანალიზი13 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს

Uber-ის ავტონომიური მობილობისა და მიწოდების გლობალური ხელმძღვანელი სარფრაზ მარედია კომპანიას 16 ნოემბერს დატოვებს. საკადრო ცვლილება ხდება იმ ფონზე, როდესაც Uber უმძღოლო ავტომობილების კომერციული გამოყენების გაფართოებასა და ამ მიმართულებაში 10 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა
AI ტექნოლოგია13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა

ივლისიდან სექტემბრამდე სავაჭრო ქსელებმა მწარმოებლებისგან წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20%-ით ნაკლები სმარტფონი მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს
მაკრო13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს

ევროკომისია განიხილავს, დაწესდეს თუ არა ევროკავშირის მასშტაბით დამატებითი გადასახადი ნავთობისა და გაზის კომპანიებზე, რომლებმაც ენერგორესურსების გაძვირების შედეგად მნიშვნელოვნად მეტი მოგება მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე