გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

ExxonMobil-ისა და Suncor-ის წინააღმდეგ კლიმატურ სარჩელს აშშ-ის უზენაესი სასამართლო განიხილავს

მარიამ ქადარია5 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
ExxonMobil-ისა და Suncor-ის წინააღმდეგ კლიმატურ სარჩელს აშშ-ის უზენაესი სასამართლო განიხილავს

აშშ-ის უზენაესი სასამართლო ExxonMobil-ისა და Suncor Energy-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს განიხილავს. კომპანიები ბოულდერის სარჩელის გაუქმებას ითხოვენ. ქალაქის ხელისუფლებას სურს, ExxonMobil-სა და Suncor-ს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დაეკისროთ.

ბოულდერის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კომპანიები წლების განმავლობაში საზოგადოებას წიაღისეული საწვავის გავლენის შესახებ შეცდომაში შეჰყავდათ და კლიმატის ცვლილებაში თავადაც შეიტანეს წვლილი. ქალაქი მათგან ინფრასტრუქტურის აღდგენის, გარემოსთვის მიყენებული ზიანისა და სხვა დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას ითხოვს.

ExxonMobil და Suncor აცხადებენ, რომ მსგავსი საკითხები ფედერალური კანონებით რეგულირდება და შტატის კანონმდებლობის საფუძველზე დავა არ უნდა განიხილებოდეს. ამ პოზიციას ტრამპის ადმინისტრაციაც უჭერს მხარს.

აშშ-ში ნავთობკომპანიების წინააღმდეგ მსგავსი სარჩელი თითქმის 60-მა შტატმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიტანა. თუ უზენაესი სასამართლო კომპანიების სასარგებლოდ გადაწყვეტს, აღნიშნულმა შესაძლოა სხვა მიმდინარე საქმეებზეც იმოქმედოს. საბოლოო პასუხი 2027 წლის ივნისის ბოლომდეა მოსალოდნელი.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო19 ნოე. 20261 წთ კითხვა

Tesla ჩინეთში წარმოების ზრდას გეგმავს

ილონ მასკმა შენჟენში ჩინეთის სავაჭრო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. შანხაის ქარხანამ მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრამდე 810 889 ავტომობილი გამოუშვა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო19 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის კონგრესი Microsoft-ისა და ByteDance-ის გარიგებით დაინტერესდა

ჩინეთის საკითხებზე მომუშავე წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა Microsoft-ს განმარტებების წარდგენა მოსთხოვა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო19 ნოე. 20262 წთ კითხვა

დოლარი აპრილის შემდეგ უმაღლეს ნიშნულზე გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკის მდგრადმა მონაცემებმა და Fed-ის მკაცრმა რიტორიკამ დოლარის ზედიზედ მეშვიდე სავაჭრო სესიით გამყარებას შეუწყო ხელი.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე