გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Facebook-ზე ხელოვნური ინტელექტის ახალი ფუნქციები დაემატა

მარიამ ქადარია16 ივნისი, 20261 წთ კითხვა
Facebook-ზე ხელოვნური ინტელექტის ახალი ფუნქციები დაემატა

Meta-მ Facebook-ზე ხელოვნური ინტელექტის ახალი ფუნქციები დაამატა, რომლებიც მომხმარებლებს ინფორმაციის მოძიებასა და კონტენტის შექმნაში დაეხმარება.

პლატფორმაზე გამოჩნდა ახალი „AI რეჟიმი“, რომელიც მომხმარებლის კითხვებს Facebook-ზე განთავსებული საჯარო პოსტების, ჯგუფებისა და Reels-ების საფუძველზე უპასუხებს. ფუნქცია ხელმისაწვდომია როგორც ძიების განყოფილებაში, ისე სიახლეების ველში (Feed).

განახლება შეეხო ფოტოებისა და ვიდეოების დამუშავების შესაძლებლობებსაც. მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ახალი შაბლონები ვიდეოების დასამონტაჟებლად, ხოლო ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეცვალონ სამოსი, ვარცხნილობა ან სხვადასხვა აქსესუარი ფოტოებზე.

Meta-ის განცხადებით, პერსონალური მონაცემების დაცვა კვლავ პრიორიტეტად რჩება. ფოტოების გაზიარებასთან დაკავშირებული AI ფუნქციები ნებაყოფლობითია და მათი გამორთვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

ახალი შესაძლებლობები Meta-ს ტექნოლოგიაზე, Muse Spark-ზეა დაფუძნებული და Facebook-ის არსებულ ფუნქციებთან სრულად არის ინტეგრირებული.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

 Google-მა Gemini 4 Carbon წარადგინა - ახალი AI მოდელი კიბერუსაფრთხოებასა და რთულ პროგრამულ ამოცანებზეა ორიენტირებული
AI ტექნოლოგია29 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Google-მა Gemini 4 Carbon წარადგინა - ახალი AI მოდელი კიბერუსაფრთხოებასა და რთულ პროგრამულ ამოცანებზეა ორიენტირებული

Google-მა Gemini 4 Carbon წარადგინა - AI მოდელი, რომელიც პროგრამირებაში, კიბერუსაფრთხოებასა და მრავალეტაპიანი საინჟინრო ამოცანების შესრულებაში გაუმჯობესებული შესაძლებლობებით გამოირჩევა. მოდელი თავდაპირველად კიბერუსაფრთხოების შერჩეულ სპეციალისტებს მიეწოდება, მოგვიანებით კი დეველოპერებისა და ფართო მომხმარებლებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
tk accelis-მა გერმანიის ბირჟაზე ვაჭრობა დაიწყო
საფონდო29 ოქტ. 20261 წთ კითხვა

tk accelis-მა გერმანიის ბირჟაზე ვაჭრობა დაიწყო

Thyssenkrupp-ის შვილობილი კომპანია tk accelis გერმანიის საფონდო ბირჟაზე გავიდა. ეს 2026 წელს გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბირჟაზე გასვლაა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ვენესუელური ნავთობის პირველი ტვირთი ტეხასში ჩავიდა
მაკრო29 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ვენესუელური ნავთობის პირველი ტვირთი ტეხასში ჩავიდა

აშშ-სა და NABEP-ს შორის შეთანხმების ფარგლებში ვენესუელური ნავთობის პირველი ტვირთი ტეხასში ჩავიდა. საუბარია ერთ მილიონ ბარელ მძიმე ნავთობზე, რომელსაც აშშ-ის მთავრობა Exxon Mobil-სა და Citgo-ს ქარხნებს მიჰყიდის.

მარიამ ქადარიაწაიკითხე