გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

Fed-ის შეფასებით, ხელოვნურ ინტელექტზე გაზრდილი ხარჯები და ნავთობის გაძვირება ინფლაციურ წნეხს გააძლიერებს

მარიამ ქადარია29 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
Fed-ის შეფასებით, ხელოვნურ ინტელექტზე გაზრდილი ხარჯები და ნავთობის გაძვირება ინფლაციურ წნეხს გააძლიერებს

აშშ-ში ფასების ზრდა მომდევნო თვეებშიც პრობლემად დარჩება. ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველის, ლიზა კუკის თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ცენტრებზე გაზრდილი მოთხოვნაა. გავლენას ახდენს ნავთობის გაძვირებაც.

კუკის შეფასებით, საპროცენტო განაკვეთების კიდევ გაზრდის აუცილებლობა ჯერ არ იკვეთება. Fed-ის შემდეგი ნაბიჯები ინფლაციისა და დასაქმების ახალ მონაცემებზე, ასევე უკვე მიღებული ზომების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. კუკის შეფასებით, აშშ-ის შრომის ბაზარი ჯერ კიდევ საკმარისად ძლიერია მაღალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში.

Fed-მა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთი სამი წლის განმავლობაში პირველად გაზარდა და გადაწყვეტილებას კუკმაც დაუჭირა მხარი. ცენტრალური ბანკის წევრების პროგნოზებით, წლის ბოლომდე განაკვეთი შესაძლოა კიდევ ერთხელ გაიზარდოს.

აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ დაახლოებით 3.8% შეადგინა, რაც Fed-ის 2%-იან მიზანს მნიშვნელოვნად აღემატება. კუკის თქმით, ფასების ზრდაზე გავლენას მოახდენს როგორც ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ პროექტებზე გაზრდილი მოთხოვნა, ისე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო ენერგიის გაძვირება და მიწოდების შეფერხებები.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები დაეცა - ინვესტორები Fed-ის მკაცრი პოლიტიკის მოლოდინს აფასებენ

STOXX 600-ის ინდექსმა ოთხდღიანი ზრდის სერია შეწყვიტა და რეკორდული ნიშნულიდან მცირედით დაიხია. მიუხედავად ამისა, ევროპული ბაზარი ივნისის შემდეგ საუკეთესო კვირის დასრულებას უახლოვდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია13 ნოე. 20262 წთ კითხვა

Bernstein: Apple AI აქციებისგან თავის არიდებული ინვესტორებისთვის უსაფრთხო აქტივად იქცა

ანალიტიკოსების შეფასებით, Apple-ის რეკორდულად მაღალი საბაზრო შეფასება გამართლებულია კომპანიის მომხმარებელთა ერთგულებით, სტაბილური ფულადი ნაკადებითა და AI ინფრასტრუქტურაზე შედარებით დაბალი დანახარჯებით.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო13 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროპის ცენტრალური ბანკი დეკემბერში განაკვეთის გაზრდას განიხილავს

ევროპის ცენტრალური ბანკი დეკემბერში საპროცენტო განაკვეთს სავარაუდოდ 0.25 პროცენტული პუნქტით გაზრდის. ეკონომისტები ელიან, რომ სადეპოზიტო განაკვეთი 2.75%-მდე აიწევს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე