General Motors-ი ქარხნებში რობოტების გამოყენებას 20%-ით გაზრდის

General Motors ჩრდილოეთ ამერიკის ქარხნებში რობოტებისა და სხვა ავტომატური ტექნოლოგიების გამოყენებას 2028 წლამდე 20%-ით გაზრდის. კომპანია ამ გზით წარმოების დაჩქარებასა და ხარჯების შემცირებას გეგმავს.
GM საკუთარ რობოტებს ინდიანის შტატში მდებარე ქარხანაშიც აწარმოებს. მათ შორისაა მოძრავი რობოტები, რომლებიც საწარმოს სხვადასხვა ნაწილს შორის ავტომობილის დეტალებს გადაიტანენ. კომპანია საჭირო ტექნიკის ნაწილს სხვა მწარმოებლებისგანაც ყიდულობს.
GM ნაწილების მომწოდებლებსაც სთხოვს, ახალი კონტრაქტების მისაღებად წარმოების ავტომატიზაციის გეგმები წარადგინონ. ეს გეგმები მომავალში შეკვეთების განაწილებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.
ავტომატიზაციის გაფართოებამ შესაძლოა პროფკავშირებთან დაძაბულობაც გაზარდოს. პროფკავშირები რობოტების გამოყენებას სამუშაო ადგილებისთვის შესაძლო საფრთხედ მიიჩნევენ, GM კი ამბობს, რომ ტექნოლოგიები უსაფრთხოებისა და წარმოების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.
წყარო: Investing.com
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.





