გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Google-ი კინოსტუდია A24-ის წილს ყიდულობს და ხელოვნური ინტელექტის კვლევას იწყებს

მარიამ ქადარია23 ივნისი, 20261 წთ კითხვა
Google-ი კინოსტუდია A24-ის წილს ყიდულობს და ხელოვნური ინტელექტის კვლევას იწყებს

ტექნოლოგიური გიგანტი Google-ი და დამოუკიდებელი კინოსტუდია A24 ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთობლივ კვლევით პროექტს იწყებენ. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Google-ს სტუდიაში 75 მილიონი დოლარის ინვესტიცია შეაქვს - ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანია კინოსტუდიის თანამფლობელი ხდება. ამ პარტნიორობის ფარგლებში, Google-ის ქვედანაყოფი DeepMind და A24 ერთობლივად შექმნიან პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ფილმების წარმოებასა და დისტრიბუციას გაამარტივებს.

გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, ტექნოლოგიურ გიგანტს A24-ის ფილმებისა და სერიალების არქივზე წვდომა არ ექნება. მხარეები განმარტავენ, რომ მათი მიზანი არა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) შექმნაა, რომელიც რეჟისორებში დიდ უკმაყოფილებას იწვევს, არამედ ისეთი დამხმარე ხელსაწყოების განვითარება, რომლებიც ხელოვანებს შემოქმედებით თავისუფლებასა და კონტროლს შეუნარჩუნებს. მაგალითად, სტუდიის ტექნოლოგიური ლაბორატორია (A24 Labs) უკვე მუშაობს ვიზუალური დაგეგმარების (storyboarding) ხელსაწყოზე. ეს პროგრამა რეჟისორებს გადაღების პროცესში მოსალოდნელი ტექნიკური ხარვეზების წინასწარ განსაზღვრაში დაეხმარება.

ეს ნაბიჯი Google-ის კინოინდუსტრიაში დამკვიდრების კიდევ ერთი მცდელობაა, რასაც მანამდე Sundance-ის ინსტიტუტის მხარდაჭერა და ახალი ვიზუალიზაციის ხელსაწყოების პრეზენტაციაც მოწმობდა. მიუხედავად ამისა, ჰოლივუდში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ირგვლივ დებატები კვლავ აქტიურად გრძელდება, რადგან დარგის ბევრი წარმომადგენელი ამ ტექნოლოგიას მაინც სკეპტიკურად უყურებს.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო6 ნოე. 20265 წთ კითხვა

S&P 500-ის 7%-იანი ვარდნა აშშ-ის ბაზარზე ვაჭრობის შეჩერების რისკს გააჩენს

S&P 500-ის 3.8%-იანი ვარდნის ფონზე ინვესტორები აშშ-ის ბაზარზე ავტომატური სავაჭრო შეჩერების დონეებს აკვირდებიან. ინდექსის 7%-იანი და 13%-იანი ვარდნა გარკვეულ პირობებში 15-წუთიან პაუზას გამოიწვევს, ხოლო 20%-იანი შემცირება ვაჭრობას დღის ბოლომდე შეაჩერებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო5 ნოე. 20262 წთ კითხვა

ოქროს ფასი იზრდება - დოლარის სტაბილურობა ძვირფას ლითონს მხარს უჭერს

ოქროს ფასი 1.1%-ით გაიზარდა და უნციაზე 4,107 დოლარს გადააჭარბა. ძვირფას ლითონს მხარს უჭერს აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების სარგებლის კლება და დოლარის შედარებითი სტაბილურობა, მაშინ როდესაც ინვესტორები ირანის ომის შესაძლო დეესკალაციის პერსპექტივას აფასებენ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი5 ნოე. 20262 წთ კითხვა

Wendy’s-მა Nelson Peltz-ის $1.4-მილიარდიანი შეთავაზება უარყო

Wendy’s-ის დირექტორთა საბჭომ ნელსონ პელტცის Trian Fund Management-ის ხელმძღვანელობით წარდგენილი $1.4-მილიარდიანი შეთავაზება უარყო, რადგან ფასი კომპანიის გრძელვადიან პოტენციალს სათანადოდ არ ასახავს. ამასთან, კომპანიამ აქციონერთა დაცვის მექანიზმი დაამტკიცა და დამოუკიდებელი განვითარების სტრატეგიის გაგრძელებას გეგმავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე